ტუჩსაცხს შეუძლია არა მარტო მაკიაჟის გამოცოხლება, არამედ თქვენი ყურადღების ცენტრში მოქცევაც, თუმცა ყოველი ყავის დალევის შემდეგ აუცილებლად მოითხოვს „განახლებას“.
„მარაო“ გირჩევთ, როგორ შეინარჩუნოთ ტუჩსაცხის მდგრადობა დიდხანს და დაზოგოთ დრო მის განახლებაში.
1. შექმენით საწყისი ბაზა
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაიწყეთ მაკიაჟის წასმა ეტაპობრივად: ტონალური საცხი, წარბები, წამწამები, ჩრდილები და ყველაფერი დანარჩენი, გარდა ტუჩსაცხისა. ეს ელემენტი მოიტოვეთ ბოლოსთვის.
2. შეიღებეთ ტუჩები ფანქრით
აიღეთ თქვენი ტუჩსაცხის ფერის ფანქარი და დაიწყეთ ტუჩის შეღებვა. აუცილებლად ტუჩის ცენტრიდან დაიწყეთ და ბოლოსკენ გადაინაცვლეთ. ეს ქმედება გაიმეორეთ სულ მცირე 2-3-ჯერ.
ტუჩსაცხის ფანქრით შეღებვა თქვენი ტუჩის სიგლუვის და მდგრადობის გარანტიაა.
3. დაიტანეთ ტუჩზე პუდრი
ამისათვის გამოიყენეთ უფერული ან ღია ფერის პუდრი. მოიმარჯვეთ ფუნჯი და გადაანაწილეთ თანაბრად ტუჩებზე, მსუბუქი დაფარვა ტუჩსაცხს მდგრადობას შეუნარჩუნებს.
4. წაისვით ტუჩსაცხი
დიახ, სწორედ პუდრიან ტუჩზე უნდა დაიტანოთ ტუჩსაცხი. არ აქვს მნიშვნელობა პომადის ტექსტურას, ეს იქნება მატე თუ თხევადი. შეგიძლიათ დასაკორექტირებლად გამოიყენოთ ფუნჯი.
5. კიდევ ერთხელ დაიტანეთ ტუჩზე პუდრი
იმისათვის, რომ მდგრადობა დიდხანს შეინარჩუნოთ, პუდრის კიდევ ერთი ფენა უნდა დაიტანოთ ტუჩზე.
6. გაიმეორეთ იგივე ქმედება 5-ჯერ
ეს ნაბიჯი მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვისთვისაც დღის განმავლობაში მდგრადობა მნიშვნელოვანია.
7. მზად არის!
თქვენი ტუჩსაცხი მზად არის, გაუძლოს ყველა გამოცდას, ყავით დაწყებული, ვნებიანი კოცნით დასრულებული.
წყარო: goodhouse.ru