გსურთ 100 წლამდე და მეტიც, იცოცხლოთ?
შეამოწმეთ, მეცნიერების მიერ დამტკიცებული, მხცოვანი ადამიანების რამდენად ბევრი ეს „ჩვეულებები“ შეგეფერებათ თქვენ.
თავს თქვენს ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გრძნობთ
როგორც უახლესმა მეცნიერებამ დაამტკიცა, ადამიანები, რომლებიც თავს რეალურ ასაკზე 3-6 წლით უფრო ახალგაზრდულად გრძნობენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ: მათი გარდაცვალების რისკი 41%-ით დაბალია. მეცნიერები განმარტავენ, რომ საქმე დატვირთვასა და ცხოვრების წესში მდგომარეობს.
ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევთ
თუ ხილსა და ბოსტნეულს ყოველდღიურად მიირმევთ თქვენი შანსი, რომ ასი წლის იუბილეს აღნიშნავთ 46%-ით იზრდება.
ოპტიმისტი ხართ
2012 წელს გამოქვეყნებულმა დიდი კვლევის შედეგებმა დაამტკიცა, რომ დიდხანს მცხოვრებ ადამიანებს მსგავსი ხასიათი აქვთ - ისინი მიდრეკილნი არიან ოპტიმიზმისა და სიხარულის განცდისკენ.
გიყვართ თევზი
ვინც საკმარისი რაოდენობით ომეგა-3-ს იღებს, საშუალოდ 2 წელზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ამ ცხიმოვანი მჟავების მისაღებად ყველაზე მარტივი საშუალება საკმარისი რაოდენობით თევზის მიღებაა.
გძინავთ დღისით
დღისით ნახევარსაათიანი ძილი 37%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით სიკვდილის რისკს. ამიტომ, თუ დღისით ძილის შანსი გაქვთ, არასდროს გაუშვათ ხელიდან.
კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ
ხანგრძლივ სიცოცხლეზე გავლენას ახდენს ჩვენი სპორტული აღნაგობის დონე, თანაც არა ის, რასაც ახალგაზრდობაში მივაღწევთ, არამედ ის, რასაც უფროს ასაკში, 60 წლის შემდეგ მივიღებთ. ადამიანებს, რომლებსაც 8-10 წუთში 1,5 კმ-ის გარბენა შეუძლიათ, სხვადასხვა დაავადებათა განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
ცხოვრებაში მიზანი გაქვთ
ჰობი, ახლობლებზე ან შინაურ ცხოველზე ზრუნვა, დაუსრულებელი წიგნია - ეს ყველაფერი ჩვენი ასაკის გახანგრძლივებაზე დადებითად აისახება. 14 წელი - აი, რამდენს გვმატებს საყვარელი საქმე ან ჰობი.
წონას აკონტროლებთ
გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ წელის სიფართე პირდაპირკავშირშია გულის დაავადებებთან. 80 სმ ქალისთვის და 87 სმ მამაკაცისთვის - ეს გახლავთ მაქსიმალური ციფრები, რომელთა გადაჭარბება არ ღირს, თუ დიდხანს სიცოცხლე გწადიათ.
გიყვართ ჩაი
დღეში ერთი-ორი ჭიქა ჩაი - თქვენი გულ-სისხლძარღვებისთვის შესანიშნავი მხარდაჭერაა. მასში შემცველი ანტიოქსიდანტები აფერხებს გულის დაავადებების განვითარებას. სასარგებლოა ნებისმიერი სახეობის ჩაი, ასე რომ აირჩიეთ ის, რომელიც გიყვართ.
წყარო: goodhouse.ru