სახლში უსაქმოდ ჯდომა მოსაწყენია. როგორ უნდა გაერთო და დაკავდე საინტერესო საქმით მაშინ, როცა გარეთ გასვლის არანაირი შესაძლებლობა არ გაქვს?
არსებობს ბევრი კარგი საშუალება, რაც მოწყენის უფლებას არ მოგცემს და დროს შესანიშნავად გაატარებ მარტოც.
1. კომპიუტერული თამაშები
შესანიშნავი საშუალებაა, გაერთო სახლიდან გაუსვლელად. საინტერესო თამაში ხარისხიანი გრაფიკით შესაძლებლობას მოგცემს, ვირტუალურად იმოგზაურო, ამოხსნა თავსატეხები, გამოიძიო საიდუმლო, იპოვო დამალული ნივთები ან ითამაშო „შუთერი“. შეგიძლია ონლაინ დაუკავშირდე სხვა მოთამაშეებს, ან მეგობრებს.
2. მოამზადო გემრიელი ვახშამი და უყურო ფილმებს
ამისთვის არ მოგიწევს საყიდლებზე სახლიდან გასვლა. საჭირო პროდუქტებს ონლაინ სუპერმარკეტზე momitane.ge-ზე შეიძენ და მალე კურიერი ყველაფერს სახლში მოგიტანს. შეგიძლია პირდაპირ მზა საკვებიც შეუკვეთო. მოიმარაგე სასუსნავები, საყვარელი სასმელი და ჩაუჯექი ფილმებს.
3. შეეცადე, დახატო
შეეცადე, შენი განწყობა, ფიქრები, ოცნებები ფურცელზე გადაიტანო. დახატე რამე საინტერესო. ხატვის ბევრნაირი საშუალება არსებობს. სცადე, დახატო სველი ფერადი ცარცით.
4. შექმენი მუსიკა
გადმოწერე სპეციალური პროგრამა, რომელშიც შეძლებ მარტივად, მუსიკის შექმნას. ასეთი პროგრამა ძალიან ბევრია.
5. შეცვალე სახლის ინტერიერი
შეეცადე შეცვალო ოთახი. გადააადგილე ავეჯი, განაახლე ინტერიერი, რომ მეტი სივრცე დარჩეს. ლარნაკში ყვავილები მოათავსე, რომლის შეძენას ონლაინ სუპერმარკეტში შეძლებ.
6. მოუსმინე საყვარელ სიმღერებს
ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანმა შეიძლება ძლიერი ემოციები გაჩუქოს. ჩართე საყვარელი სიმღერები, იცეკვე ან ივარჯიშე. ან გაიკეთე ყურსასმენები და ჩართე სარელაქსაციო მუსიკა. მოდუნდი. ასევე, მიეცი შანსი უცნობ შემსრულებლებს. შეეცადე მუსიკის ახალი სტილი გაიცნო. Youtube ამის შესაძლებლობას მოგცემს.