ბერა ივანიშვილმა ცოტა ხმის წინ გამოაქვეყნა კლიპი, რომელშიც ნანუკა გუდავაძის და მისი სიყვარული რეტრო სტილში აღწერა. "დღეს განსაკუთრებული გრძნობებითა და ემოციებით გიზიარებთ კლიპს, რომელიც ასახავს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ დღეს.
ასეთი დღე ყველა ეპოქაში ყველა ადამიანისთვის იყო და იქნება განსაკუთრებული" განაცხადა მომღერალმა.
კლიპის სახელია: "She Said Yes" და ალბათ უკვე მიხვდით, რომ ბერას და ნანუკას ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე სწორედ ის იყო, როცა მას ნანუკა ცოლობაზე დაეთანხმა.
აი რატომ აქვეყნებდა ბერა ბოლო პერიოდში ინსტაგრამზე ძველებურ სტილში გადაღებულ ფოტოებს, რასაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
ბერამ კლიპში აღწერა ხელის თხოვნის მომენტი სხვადასხვა დროში, შესაბამისად წყვილის სტილიც დროსთან ერთად იცვლება, რაც საინტერესოა.
როგორც ჩანს კლიპმა გოგონები რომანტიულ განწყობაზე დააყენა და თაყვანისმცემლების კომენტარებმაც არ დააყოვნა. აი რას წერენ ისინი: "აუ რა საყვარელია ეს ბიჭი, ნეტა ორი იყოს, ან სამი.", "საუკეთესო წყვილი ხართ", "მაგარი სიმღერაა და სუპერ კლიპი. ბერა მოგიხდა დროში მოგზაურობა.", "გილოცავ, კიდევ ერთი შესანიშნავი კლიპი მეუღლესთან ერთად"..