ნუკი კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ ნოსტალგიით გაჯერებული პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც დროს, ურთიერთობებსა და ოჯახს ეხება.
მოდელი საკმაოდ მტკივნეულ თემებს შეეხო და როგორც აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში არაერთი ქალბატონია.
აი რას წერს ნუკი:
„იმ ეტაპზე ვარ როცა მოტივაცია დავკარგე. ძალიან რომ დაღლილი ხარ ყოველდღიური ამბებით და აღარც გახსოვს პრინციპში როგორი იყავი 10 კილოთი ნაკლები.
ეჰჰჰ, 10 კილო ჯანდაბას, ადრე თუ გვიან წავა. აი წლებს რა ვუყოთ?!
ვიცი ბევრი მეცემა და დამიწყებს, ოჰ შენ 28 წლის ხარ რა გენაღვლება.
მაგრამ იცით რა არის, საშინელი უსამართლობაა ეს დრო.
აი კაცები ასაკში მხოლოდ უკეთესდებიან (უმეტესობა) და ჩვენ რა დავაშავეთ და არც არასდროს უწევთ პამპერსების ცვლა. თუ გამოცვალეს სიგელი გადმოეცემათ საზეიმო პირობებში.
არა ყველა ასაკს კი თავის ხიბლი აქვს და უნდა მოირგო და შეირგო. უბრალოდ ეს გარდატეხა მაინც ჭირს. რომ უყურებ ახალგაზრდა თაობას და ის კი არ გაწუხებს ვინ უკეთ გამოიყურება, შეიძლება სულაც 60 წლის ქალი 18 წლის გოგოს სჯობდეს. მაგრამ ის რომ მათ მთელი ცხოვრება წინ აქვთ, ინტრიგები, სიყვარულები, კარიერა, დამარცხება, აღორძინება, ყველაფერი!
მარტო მე მშურს მათი?! თუ ერთადერთი ვარ ასეთი, ბოროტი ვყოფილვარ. ზოგჯერ მეფიქრება და მინდება ძველი დროის დაბრუნება, სტუდენტობა, ჟრიამული. სწორად გამიგეთ ახლანდელ რეალიბას არაფერი მირჩევნია, მაგრამ გული რომ არ ბერდება ზოგჯერ ცოტა გაფართხალება გინდა... ახლა ვწერ და ბავშვის ფაფა მაქვს თმებში.. ხოდა აი მიდი და ნუ დაიბოღმები უდარდელ ახალგაზრდებზე და უბერებელ მამაკაცებზე“..
ნუკის სათქმელი მისმა გამომწერმა ქალბატონებმა გულთან ახლოს მიიტანეს და ეცადნენ მისთვის პოზიტიური კომენტარები დაეწერათ: „ზუსტად მაგ ბედნიერი პრობლემის მეშინია. ჯერ კიდევ მინდა თავისუფლება მარტოობა და რაც მთავარია კარიერა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არც თუ ისე დიდი ვარ მაინც მინდა რომ სულ 20 წლის გოგოსავით გამოვიყურებოდე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი კარგად იქნება. არის ხოლმე ცხოვრებაში პატარ-პატარა „ვერ გადავიტან დღეები“, მაგრამ გამოსწორდება“, „ნუკი, მგონი ასაკის ბრალია. მე 29-ის ვარ, 2 თვის შვილით, მეც ნიუ-იორკში. ხოდა აი, ზუსტად ეს სიტყვები ვუთხარი რამდენიმე დღის წინ ჩემ მეგობარს. როდესაც ჩვენი ცხოვრების ძირითადი დრო შვილს მიაქვს, როდესაც კარიერა დაპაუზებულია და ფაქტობრივად დიასახლისები ვართ (ამ ეტაპზე), მაშინ ირთვება ალბათ ეს სილაღის და თინეიჯერობა-სტუდენტობის ნოსტალგია. ჰოდა, მარტო არ ხარ.“..
წონა, ასაკი, გარეგნობა და სხვადასხვა ფაქტორები ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ყველა ქალის ცხოვრებაში ყოფილა ან იქნება განსაკუთრებული- გარდამტეხი პერიოდი, ან გნებავთ პერიოდები, რომელსაც საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ გვაჯობოს და ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდეს.