გურამ შეროზიას ახალი კლიპი, რომელშიც ტრანსგენდერი გოგონა მონაწილეობს, ტაილანდში, ბალიზე და ვიეტნამშია გადაღებული (ვიდეო) - Marao

გურამ შეროზიას ახალი კლიპი, რომელშიც ტრანსგენდერი გოგონა მონაწილეობს, ტაილანდში, ბალიზე და ვიეტნამშია გადაღებული (ვიდეო)

2019-03-20 16:40:49+04:00

youtube-ზე ბლოგერ გურამ შეროზიას ახალი კლიპი გამოჩნდა. კლიპი გადაღებულია სამ ქვეყანაში: ტაილანდში, ინდონეზიასა (ბალი) და ვიეტნამში.

კლიპში მონაწილე გოგონა - ანასტასია, სრულიად შემთხვევით მოხვდა ვიდეოში. ერთ-ერთი ღამის გადაღების დროს მოვიდა და გვთხოვა, რომ მისთვისაც გადაგვეღო...

თავიდან ხუმრობად ჩავთვალეთ, ხოლო როცა თავისი ისტორია მოგვიყვა და კლიპში/ფილმში გადაღების ოცნება გაგვიზიარა - არც მეტი, არც ნაკლები - მთავარი როლი მოვუფიქრეთ.

ანასტასია ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც ოჯახიდან წამოსვლა მოუწია, თავს მეძავობით ირჩენს და ცნობილ მსახიობობაზე ოცნებობს. ვერ გეტყვით, რამდენად ავუსრულეთ ოცნება, თუმცა ოცნების ნაწილის განხორციელებაც ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო იყო.

კლიპის ავტორი: ლუკა გეგეშიძე

მუსიკა, არანჟირება: კობა მესხია

ტექსტი: გურამ შეროზია