youtube-ზე ბლოგერ გურამ შეროზიას ახალი კლიპი გამოჩნდა. კლიპი გადაღებულია სამ ქვეყანაში: ტაილანდში, ინდონეზიასა (ბალი) და ვიეტნამში.
კლიპში მონაწილე გოგონა - ანასტასია, სრულიად შემთხვევით მოხვდა ვიდეოში. ერთ-ერთი ღამის გადაღების დროს მოვიდა და გვთხოვა, რომ მისთვისაც გადაგვეღო...
თავიდან ხუმრობად ჩავთვალეთ, ხოლო როცა თავისი ისტორია მოგვიყვა და კლიპში/ფილმში გადაღების ოცნება გაგვიზიარა - არც მეტი, არც ნაკლები - მთავარი როლი მოვუფიქრეთ.
ანასტასია ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც ოჯახიდან წამოსვლა მოუწია, თავს მეძავობით ირჩენს და ცნობილ მსახიობობაზე ოცნებობს. ვერ გეტყვით, რამდენად ავუსრულეთ ოცნება, თუმცა ოცნების ნაწილის განხორციელებაც ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო იყო.