რამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა და როგორ ვუმკურნალოთ მას - Marao

რამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა და როგორ ვუმკურნალოთ მას

2019-04-03 09:46:36+04:00

თუ გაღვიძებისას ხედავთ, რომ ბალიში სავსეა თმით ან დავარცხნისას სავარცხელზე ბევრი თმა გრჩებათ, უნდა დაფიქრდეთ, რატომ გცვივათ თმა?
ტრიქოლოგებმა გამოითვალეს, რომ საშუალოდ, ადამიანი დღეში 100 ღერ თმას კარგავს, მაგრამ...

თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს:

1. ინფექციური დაავადება

თუ ვირუსი გქონდათ, სწრაფად მოგემატათ სიცხე და მას ინფექციური დაავადებაც დაერთო, ეს შეიძლება იყოს თმის ცვენის მიზეზი. ის რამდენიმე თვეში თავად აღდგება.

2. სტრესი

ნერვულ დაძაბულობასაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა.

3. ჰორმონები

მშობიარობის შემდგომ პერიოდში, თმის ცვენის გახშირება ჩვეული მოვლენაა. აგრეთვე, კლიმაქსის დროსაც. თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრიანი დიაბეტის ან ენდოკრინული სისტემის დარღვევის დროსაც.

4. რეზინი და უხეში თმის სამაგრები

მათ მართლაც შეუძლიათ თმის ცვენის გამოწვევა. დაგრძელებული თმა კი საშინელებაა თქვენი თმისთვის.

Related image

რა მოვიმოქმედოთ თმის ცვენის დროს?

ჯანსაღი კვება

ნაკლები ყურადღება მიქციეთ გელებსა და ლაქებს და მეტი - ჯანსაღ კვებას. გაამდიდრეთ რაციონი პროტეინებით. მიიღეთ პოლივიტამინები, განსაკუთრებით, თმისთვის სასარგებლო.

თავის კანის მასაჟი

თავის დაბანის შემდეგ თითებით გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აღადგენს თმის ფოლეკულას. დაძინებამდე 5-10 წუთით დაივარცხნეთ თმა.

ნიღბები

თმის ცვენის დროს საუკეთესოა ზეთოვანი ნიღბები:

ნიღაბი №1:

გაათბეთ ზეითუნის, ქაცვის, აბუსალათინის, ქოქოსის, სელის ზეთი და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ ცოტა ხანი და ჩამოიბანეთ. ეს მეთოდი შეაჩერებს ქერტლის წარმოშობას და თავის კანის გამოშრობას.

ნიღაბი №2:

  • 1 ამპულა ვიტამინი B6;
  • 1 ამპულა ვიტამინი B12;
  • 1 გ ვიტამინი C (იყიდება პაკეტებში)
  • 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი;
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი (ორთქლზე გამთბარი);
  • 2 სუფრის კოვზი თმის ნებისმიერი ბალზამი.

ყველაფერი ერთად აურიეთ. წაისვით დაბანამდე 1 საათით ადრე ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი თმის მთელ სიგრძეზე გაინაწილეთ. დაიფარეთ თავზე შხაპის ქუდი ან ცელოფანი, ხოლო ზემოდან შეიფუთეთ პირსახოცით (ვაღწევთ "საუნის" ეფექტს).

ნიღაბი ძალიან მარტივად ჩამოსაბანია.

Image result for hair wash gif

დაიბანეთ თავი

არ მისცეთ თმას გაცხიმიანების საშუალება.

დაივიწყეთ ფენი

დაასვენეთ თმა და არ დაივარცხნოთ სველი თმა. ეს სტრესია მისთვის.

Related image

დაივიწყეთ გელი

აგრეთვე მუსი, ლაქი და ა.შ. ბალზამი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ თმა რთულად ივარცხნება.

აუცილებლად ჩაეწერეთ ტრიქოლოგთან კონსულტაციაზე, რომ გამოიკვლიოს თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები და დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში არ არის საკმარისი შინაური მეთოდებით მკურნალობა. დიაგნოსტირებაში მნიშვნელოვანია ტრიქოგრამა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს თმების გაძლიერებულ ცვენასთან.

დღეს არსებობს თმის ცვენის სამკურნალო გაცილებით მეტი არაქირურგიული მეთოდი, ვიდრე წარსულში. ესენია როგორც გარეგანი (სპრეის და მალამოების) სახით, აგრეთვე  მისაღები მედიკამენტები. იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში რომელი მედიკამენტი და მედიკამენტების კომბინაციაა ყველაზე მისაღები, დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და გამელოტების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო რეზულტატი მიიღება მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების კომბინაციის დროს.

თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრ Hairline International-ს 14-წლიანი პრაქტიკა აქვს. კლინიკა აღჭურვილია თმის ტრანსპლანტაციის უახლესი მეთოდებით და ტექნოლოგიებით.

<div class="apester-media" height="478" data-media-id="5c948ae013563a5b65ffac75"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>