ალბათ ყოფილა შემთხვევა, რომ მოულოდნელად და უმიზეზოდ, შეიძლება არაფრის გამო, სახლში უმნიშვნელო კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაზრდილა. ზოგჯერ, უმნიშვნელო კინკლაობა წყვილების დაშორების მიზეზიც კი გამხდარა, ან დიდი გულისტკენისა და დიდი ხნით შეურიგებლობის. - რატომ ხდება ასე? რა იწვევს ერთი პატარა, უმნიშვნელო ნაპერწკლის გაღვივებას დამანგრეველ ხანძრამდე? როგორ დავიცვათ ჩვენი ოჯახი და სახლი ასეთი ნეგატივისაგან?
თქვენი კეთილდღეობა, მოსიყვარულე ოჯახი, ან ჰარმონიული გარემო, ხშირად შეიძლება ვიღაცისთვის უსიამოვნო აღოჩნდეს. საკმაოდ რთულია, დაიცვა ასეთი ადამინებისგან თავი. მათ შემოაქვთ უარყოფითი ენერგია თქვენს ოჯახში.
შური უარყოფითი და საკმოდ ძლირი ენერგიაა, ასეთ დროს აუცილებელია დაიცვა თავი, ოჯახი და სახლი სხვისი დესტრუქციული ზემოქმედებისგან, თან მაშინ, როდესაც ის თქვენს ბიოველზე მუდმივად ზემოქმედებს.
ამისთვის დაგჭირდებათ ნაკურთხი წყალი, ეკლესიის სანთელი და სამი ბალახის ნაკრები: აბიზინდა, მელისა და ვარდის ხმელი ფურცლები. გახსოვდეთ, უარყოფითი ენერიის გასაწმენდად საუკეთსოა დროდ ითვლება ახალი მთავრის მე-19 დღე.
დაალაგეთ სახლი. არაანაირი დამხმარე და დამლაგებელი. ეცადეთ ოთახში რაც ზედმეტი მოგეჩვენებათ და ჩათვილით, რომ არაა საჭირო, - გადააგდოთ. ასევე, მოაშორეთ გაბზარული და გამტყდარი ნივთები სახლიდან. შენდეგ ნაკუთრთხი წყალი გააზავეთ ღამე ნადგამ ჩვეულებრივ წყალში და დაიწყეთ სახლის შემოსასვლელი კარიდან, საათის ისრის მიმართულებით გადაადგილება და სახლის ყველა ოთახის ყველა კუთხეში აპკურეთ. ბოლოს, სახლის შემოსასვლელ კართან დაასრულეთ.
შემდეგ აანთეთ ფიჭის სანთელი და ამავე მიმართულებით გადაადგილდით, შეყოვნდით სახლის ყველა კუთხეში, სადაც ანთებული სანთლის ალი დაიწყებს ციმციმს და ხშირად ასეთ დროს ჩაქრება კიდეც ალი, აი იმ ადგილას გროვდება უარყოფითი ენერგეტიკა. როცა ასეთ ადგილს აღმოაჩენთ და როდესაც დაასრულებთ სახლის ყველა კუთხის შემოვლას, ენერგეტიკულად დაბინძურებულ ადგილას ჩაატარეთ შემდეგი რიტუალი:
იგივე სანთელი ანთებული ჩარჭვეთ მარილით სავსე თასში და დადგით იმ კუთხეში, დაელოდეთ, რომ სანთელი ბოლომდე ჩაიწვას, შემდეგ აიღეთ თეთრი ნაჭერი და ეს მარილი და სანთლის ნამწვავი გაახვიეთ. შეკარით ტომარად და დატოვეთ იმავე კუთხეში სამი დღე .
ბალახები, რომელიც ვახსენე დასაწყისში, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. შემდეგ დაალაგეთ იმ ადგილებში, სადაც სანთელმა დაიწყო ციმციმი. ისიც სამი დღე დატოვეთ, შემდეგ კი ყველაფერი გაახვიეთ ნაჭერში, გაიტანეთ სახლიდან მოშორებით, სანთლის ნამწვავი გზაჯვარედინზე გადააგდეთ, ხოლო მარილი და გამხმარი ბალახები ან იქვე მოფანტეთ, ან მდინარეს გაატანეთ.
დიდი ყურადღება მიაქციეთ სახლში სარკეებს, გახსოვდეთ, რომ ისეთი ადამიანის სტუმრობა თქვენთან, რომელსაც ოჯახში ნეგატივი შემოაქვს, დიდხანს ტოვებს უარყოფით კვალს, განსაკუთრებით კი ამ უარყოფით ენერგიას ისრუტავს სარკე.
აიღეთ ნაკურთხი წყალი, გააზავეთ ჩვეულებრივ წყალში და სუფთა ტილოთი გაწმინდეთ სარკეები.
თუ მეუღლესთან გაქვთ ხშირი კონფლიქტი და უმიზეზო თემებზე, არც ესაა მოუგვარებელი პრობლემა. აიღეთ მომრგვალებული ფორმის შუშის თასი. სასურველია თასს არაფერი ეწეროს და ეხატოს. მოამზადეთ ტკბილი წყალი და დადგით მისი საწოლის ქვეშ, იმ მხარეს, სადაც სძინავს, მთელი ღამით. დილას კი ეცადეთ, ამ წყლით მომზადებული ჩაი დაალევინოთ, ან საუზმეზე აპკუროთ.
ასე მოიქეცით ზუსტად ცხრა ღამე. შედეგი გაგაოცებთ. ნახავთ, როგორ დატკბება და შეიცვლება. ავი და სულ მოჩხუბარი ქმარი, პარტნიორი თუ შეყვარებული. ასევე, კარგია თუ სახლში რამდენიმე ბამბუკის ნერგს (აუცილებლად კენტი უნდა იყოს) მოიტანთ და დადებთ იმ ადგილებში, სადაც ხშირად იკრიბებიან სტუმრები ან მეგობრები, ბამბუკი თავის თავზე იღებს უარყოფით ენერგიას და ავ თვალს და ბოლოს, დაიმახსოვრეთ, ყოველ თვე, ახალი მთვარის მე-19 დღეს ჩაატარეთ სახლის გაწმენდა უარყოფითი ენერგიებისგან და ნახავთ, რამდენიმე თვეში როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, შეწყდება კამათი, ჩხუბი და საქმეები წავა კარგად, სახლში კი დაისადგურებს ჰარმონია და სიმშვიდე.