როგორც წესი, წარმატებული ადამიანები დილას ადრე იღვიძებენ და ბევრის გაკეთებასაც ასწრებენ. გახსოვდეთ, წარმატებისთვის მთავარია კარგი ემოციური განწყობა.
ძველი ვედური წერილების და სწავლების თანახმად, მუშაობისთვის ყველაზე პროდუქტიული დროა დღის 09:00-დან 15:00 სთ-მდე პერიოდი. ამ დროს მზის ენერგია ადამიანს აიძულებს, დაიხარჯოს ბოლომდე იმ საქმეში, რასაც აკეთებს. ამავე სწავლების მიხედვით, ადამიანის ტვინი ისვენებს ღამის 21:00-დან 00:00 სთ-მდე. ამ პერიოდში რეკომენდებულია დაძინება. ორგანიზმი ივსება მთვარის ენერგიით, ეს ენერგია კი დადებითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე.
თუ ადამიანი დიდი ხნის მანძილზე, დასაძინებლად 00:00 სააათის მერე წვება, ქრონიკული დაღლილობა ექნება, რომელიც პირველ რიგში, აისახება თვალებზე. შემდეგ ორგანოები წყვეტენ ნორმალურ მუშაობას და ორგანიზმი დისბალანსს განიცდის. ადამიანი გაღიზიანებულია, თავს იჩენს იმუნური დაავადებები, რაც საბოლოოდ ადამიანის შრომისუნარიანობასა და წარმატებაზეც აისახება. მისი სასიცოცხლო ენერგია იკლებს.
დღის განმავლობაში რეკომენდებულია წათვლემა 10- 15 წუთი. მეტი დროით ძილს ზედმეტი ენერგია მიაქვს, რაც შემდგომში გამოიხატება თავის სიმძიმის შეგრძნებით და გაბრუებით. სასურველია, ადამიანი მზის ამოსვლამდე 48 წუთით ადრე დგებოდეს, რამეთუ ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქცია უკვე გადაერთვება აქტიურ რეჟიმზე და უნიკალურ ცვლილებას განიცდის. ვინც ამდაგვარ წესს იცავს, ის მთელი დღე ენერგიულია. ინდური ტრადიციის მიხედვით, სიცოცხლისა და იღბლის ქალღმერთი მხოლოდ მას სწყალობს და ის ადამიანები უყვარს, ვინც მზის ამოსვლამდე დგება.
ღამეში მინიმუმ 7 საათი უნდა დაუთმოთ ძილს. ორგანიზმი ივსება ენერგიით, რაც მომავალში ჩვენი მდგრადობისა და სიმშვიდის გარანტიაა. ფსიქიკურ ენერგიაზე ზრუნავს მთვარის ენერგია. ამიტომაც აუცილებელია, 21 სთ-ზე დაიძინოთ.
ადამიანები, რომლებიც იღვიძებენ დილის ექვსიდან შვიდ საათამდე, ბევრად სიცოცხლისუნარიანები არიან და ადვილად ლახავენ ცხოვრებისეულ სირთულეებს. გამოირჩევიან ლიდერის თვისებებით და მთელი დღის განმავლობაში აქვთ ბედნიერების განცდა.
ისინი, ვინც 08.00-დან 09.00 სთ-მდე იღვიძებენ, მიდრეკილები არიან ქრონიკული დაავადებებისკენ. აქვთ დაბალი ან პირიქით, მომატებული ტონუსი. ისინი დამოკიდებულები არიან ყავაზე, გამოირჩევიან საერთო სისუსტით, ზოგჯერ დეპრესიით და ხშირად არ ჰყოფნით საკუთარი თავის რწმენა.
ადამიანები, რომლებიც იღვიძებენ 10.00-დან 11 საათის მერე, მათ არ აქვთ არანაირი საშუალება, თავი დააღწიონ უენერგიობას და დეპრესიას. ასეთი ადამიანები არიან ეგოისტები და ხშირ შემთხვევაში, ვერ აღიქვამენ ჭეშმარიტებას.
გახსოვდეთ, 09.00 სთ ყველაზე უკიდურესი დროა გასაღვიძებლად და ფეხზე ასადგომად.
ვედური წერილები გვამცნობენ, თუ გსურთ, გამოასწოროთ თქვენს ცხოვრებაში ის, რაც არ მოგწონთ, თუ გსურთ შეცვალოთ ბედისწერა და უარყოფითი კარმა, მაშინ უნდა ადგეთ დილის 06.00 სთ-ზე. სხვა შემთხვევაში ეს შეუძლებელია.
ადგომისთანავე სასურველია მიიღოთ კონტრასტული შხაპი, რომელიც აფხიზლებს ორგანიზმს. გახსოვდეთ, დეპრესიის 70 %-ს ზუსტადაც რომ დილის კონტრასტული ნელთბილი შხაპი კურნავს.
საუზმის იდეალურ დროდ კი რეკომენდებულია დილის შვიდი საათი. გახსოვდეთ, დილა - ესაა ბედნიერების და ენერგიის დრო. ღიმილით დაწყებული დილა მთელი დღე კარგად ყოფნის საწინდარია.
დალილას ბლოგი