მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქართველი ცნობილი ქალბატონია.
ბოლო პერიოდში თავის პატარა ბიჭუნასთან ოლივერთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აღარ აქვეყნებდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ მან შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები შემოგვთავაზა და კიდევ ერთ პრობლემურ თემას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ბავშვთან ურთიერთობის ნიუანსებზე. ამ თემას არაერთი ქალბატონი გამოეხმაურა.
"ჩემი საუკეთესო მეგობარი!!! აუ, ნეტავ სხვა დედებიც სულ იმაზე ფიქრობენ სწორად ზრდიან თუ არა ბავშვს. როგორც კი დავინახავ წარმატებულ, თავაზიან მამაკაცს მინდა დედამისს დაველაპარაკო, ვკითხო როგორ აღზარდა ასეთი.
როგორც კი ვიგებ ვიღაც ბიჭი არასწორ გზაზე დგას მეფიქრება, ნეტავ სად დაუშვეს შეცდომა მშობლებმა.
არადა ხომ გაგიგიათ, ორი ბავშვი ოჯახში ერთნაირად იზრდებოდა- ერთი გაიზარდა კეთილი და კარგი და მეორე პირიქით.
აი, ალბათ ბავშვის ბუნებაზეც ხომ არის, თუ მხოლოდ აღზრდაზე? მკაცრი უნდა იყო თუ პირიქით მეგობრული? სად არის ზღვარი?
როდესაც ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვრთგუნავ ჩემ თავს მახსენდება, რომ ბუნებაზეც არის.
ის ისტორია თუ გაგიგიათ? ორი ტყუპი ძმა გაიზარდა და ერთხელაც ჰკითხეს ერთს "რატომ არ სვამ ალკოჰოლს?" და უპასუხა, მამაჩემი ლოთი იყო მთელი ბავშვობა მაგას ვუყურებდიო. მერე მეორეს ჰკითხეს "შენ რატომ ხარ ლოთი?" მეორემ კი უპასუხა: "მამაჩემი ლოთი იყო და მთელი ბავშვობა მას ვუყურებდიო”. რას გაიგებ რა სჯობს... მგონი, უბრალოდ უნდა გიყვარდეს და ამას უნდა აგრძნობინებდე ბავშვს. სიყვარულზე ძლიერი სიკეთე არ არსებობს!".
აი როგორ გამოეხმაურნენ გამომწერი ქალბატონები ნუკის: "ჰოდა პირველ რიგში პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს. მის არჩევანსა და გადაწყვეტილებზე თვითონაა პასუხისმგებელი. სხვას ნაკლებად უნდა უყუროს. ორი შვილი მყავს 5 წლის და 1,6 წლის. რაც უნდათ ვრთავ ნებას, მაგრამ ვაფრთხილებ შედეგთან დაკავშირებითაც. არჩევანი მათზეა. ორჯერ რომ დაიხურავს ფაფიან თეფშს თავზე მესამედ მიხვდება, რომ ეგრე არ უნდა მოიქცეს. ყველა საკუთარი გამოცდილებით სწავლობს",
"ოჯახი და აღზრდა ხომ მთავარია, მაგრამ რაღაცებს ჩვენით, დაუფიქრებლად პიროვნულად ვუშვებთ, ფეხი დაგვიცდება და გამოსწორებას ვცდილობთ. ამიტომ ყველაფერს მშობელს ვერ მოვთხოვთ",
"სულ მაგაზე მეფიქრება და მეშინია რამე შეცდომა არ დავუშვა",100%-ით მართლია, რომ სიყვარული ყველაზე დიდი სიკეთეა. ბავშვი ყოველთვის ხედავს გულწრფელ ემოციას და ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილებიც ჩემს კეთილგანწყობას და სიყვარულს იღებდნენ. ბევრს
ნუ ინერვიულებ ნუკი, ეს ყველაფერი თავისთავად მოხდება, "ძალიან ლამაზად ახსნილი სიტყვებია. მთავარია პირველ რიგში სიყვარული ასწავლო. არასდროს ეჩხუბო დანაშაულზე, აუხსენი სად დააშავა. ბევრი მაგალითი აჩვენე კარგის და ცუდის. აუცილებლად იქნება შედეგი","გარემოზე და აღზრდაზეა დამოკიდებული ინდივიდის ჩამოყალიბება. შეიძლება ძალიან სწორი მშობლები ყავდეს ბავშვს, მაგრამ საშინელ გარემოში, სოციუმში მოხვდეს და ჩამოყალიბდეს ცუდ პიროვნებად"..
უსაყვარლესი პატარა ოლივერის ახალი ფოტო, მამამ- ბენჯი ჩაიმმაც გამოაქვეყნა.
თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? რაშია სწორად აღზრდის თქვენებური საიდუმლო?