ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.
ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა, წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. უბედურმა შემთხვევამ ნოტრ-დამი კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ამიტომ გთავაზობთ 11 ფილმს, რომელშიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ფიგურირებს.
ფილმის სიუჟეტი: რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა...
ფილმის სიუჟეტი: ახალგაზრდა დარტანიანი მის ყოფილ სამ ლეგენდარულ, ახლა კი გაუბედურებულ მუშკეტერთან უნდა გაერთიანდეს, რათა დაამარცხონ ულამაზესი ორმაგი აგენტი და მისი ბოროტი მსახური, რომლებიც ცდილობენ საფრანგეთის სამეფო ტახტის მოპოვებას და შემდეგ მთლიანი ევროპის შთანთქმას...
ფილმის სიუჟეტი: პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ რესტორანში ახალგაზრდა, შეუპოვარი ვირთხა, სახელად რემი, ოცნებობს გახდეს ცნობილი ფრანგი მზარეული. მისი ოჯახის სურვილებსა და რემის მოწოდებას შორის შეუსაბამობაა. რემი და მისი მეგობარი ლინგუინი ისე გაამხიარულებენ სინათლის ქალაქს, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგება...
ფილმის სიუჟეტი: ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივეს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს...