ანუკი არეშიძე ქართველი ცნობილი ქალბატონებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიზაინერია, რომელიც თავის ფოტოებსა და ნამუშევრებს ხშირად გვიზიარებს.
„ინსტაგრამზე“ მისი მიმდევრები ყოველთვის ცდილობენ, რომ აზრი გამოთქვან მის ჩაცმულობაზე, მაკიაჟზე და სხვა დეტალებზე.
ამჯერად ანუკიმ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ფერად, ყვავილებიან, ტანზე მომდგარ კაბაშია გამოწყობილი.
რამდენიმე დღის წინ კი Oversize პერანგითა და ქვედაბოლოთი გამოჩნდა, რომელიც მისივე კოლექციიდანაა. ამ ფოტოზე აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მამაკაცური ზედები ქალებსაც შეუძლიათ მოიხდინონ და თავისუფლად ატარონ.
როგორც ჩანს, მისმა გულშემატკივრებმა ახალი სტილი ძველზე არანაკლებ მოიწონეს. აი როგორ გამოეხმაურნენ ისინი ტანზე მომდგარ კაბაში გადაღებულ ფოტოს: ”ულამაზესოო, რა მაგარი ლუქია“, „ეს სტილი უფრო მეტად გიხდებათ, გაცილებით, გამოყვანილი სხეული ზოგადად, ვიდრე უფორმო პიჯაკები და შარვლები“..
თუ ანუკის ყველაზე ახალი პოსტით ვიმსჯელებთ, ამჟამად გერმანიაში იმყოფება. ჯინსები, მინიატურული ჩანთა და ქუსლიანი ფეხსაცმელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ დიზაინერი ცდილობს მაქსიმალურად გამოირჩეოდეს.
ბოლო დროს კაბებს იშვიათად იცვამდა, თუმცა თუ ძველ ფოტოებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ გრძელი, სადა კაბები ადრეც ძალიან უყვარდა, რასაც მაღალყელიან ჩექმებს უხამებდა.
შეადარეთ ანუკის ახალი და ძველი სტილი.
ფაქტია, რომ ყვავილებიანი კაბები დიზაინერს ადრეც ხიბლავდა. ძირითადი განსხვავება ის გახლავთ, რომ ახლა კაბებთან ქამარს იყენებს და სამოსს განსაკუთრებული აქსესუარებითა და დეტალებით უფრო მეტად ასხვაფერებს.