მშვენიერი მოდელის გარშემო მუდამ იყო საუბარი იმაზე, შეურიგდებოდა თუ არა ყოფილ მეუღლეს.
სხვადასხვა წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ შერიგდნენ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან უმშვენიერეს მარიამს გვერდით ჰყავს ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ძალიან უყვარს.
მარიამის რჩეული ვაკო გიგინეიშვილი გახლავთ. როგორც ხედავთ წყვილი ერთმანეთს უზომოდ უხდება.
ხშირად მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და „ინსტაგრამზე“ ერთად თუ ცალ-ცალკე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს გვთავაზობენ.
მარიამს უსაყვარლესი შვილი ჰყავს, რომელსაც დემეტრე ჰქვია. მარიამის მეგობრები დემეტრეს დედამისს ძალიან ამსგავსებენ.
ულამაზეს, სიყვარულით სავსე ახალგაზრდებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც მათ მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. ისინი ხშირად ამბობენ იმას, რომ მარიამი და ვაკო გამორჩეული, ლამაზი და ძალიან გემოვნებიანი წყვილია.