ყველა ყავის მოყვარულმა იცის, თუ როგორია სინამდვილეში გემრიელი ყავა,
ხოლო მათი უმრავლესობის არჩევანი კი სწორედ თურქულ ყავაზე ჩერდება. სწორი მეთოდით მომზადება ყავას განსაკუთრებულ გემოს და არომატს მატებს.
![Ðак ваÑиÑÑ ÐºÐ¾Ñе](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/k/kak-pravilno-varit-kofe/1.jpg)
„მარაო“ გიზიარებთ თურქული ყავის სწორად მომზადების წესს.
![как ваÑиÑÑ ÐºÐ¾Ñе в ÑÑÑке](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/k/kak-pravilno-varit-kofe/2.jpg)
- აუცილებლად მომზადებისთვის გამოიყენეთ სუფთა წყალი;
![коÑе в ÑÑÑке](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/k/kak-pravilno-varit-kofe/3.jpg)
- წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, რაც შეიძლება დიდხანს;
- იმისათვის, რომ ყავა არომატული იყოს, გამოიყენეთ წვრილი ყავის ასადუღებელი პატარა ტარიანი ჭურჭელი (ჯეზვე).
![ваÑиÑÑ ÐºÐ¾Ñе в ÑÑÑке](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/k/kak-pravilno-varit-kofe/4.jpg)
- დაუმატეთ 2-3 კრისტალი მარილი, რაც თურქებში საკმაოდ პოპულარული ხრიკია, მეტი არომატულობის მისაცემად.
![ÑÐ¾Ð»Ñ Ð² коÑе](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/k/kak-pravilno-varit-kofe/5.jpg)
- თუკი ტკბილი ყავის მოყვარული ხართ, გამოიყენეთ ყავისფერი დაფქული შაქარი.
![ÑÑоÑÑниковÑй ÑаÑ
аÑ](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/k/kak-pravilno-varit-kofe/6.jpg)
- არ წამოადუღოთ ბოლომდე. როგორც კი ნახავთ, რომ ყავა იწყებს წამოდუღებას, გადმოდგით და იგივე ქმედება გაიმეორეთ 3-ჯერ.
![как ÑваÑиÑÑ ÐºÐ¾Ñе](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/k/kak-pravilno-varit-kofe/7.jpg)
- ნახევარი წუთით აცადეთ გაგრილება და შემდგომ დაასხით ჭიქაში.
![когда ÑазливаÑÑ ÐºÐ¾Ñе](https://sovkusom.ru/wp-content/uploads/blog/k/kak-pravilno-varit-kofe/8.jpg)
გემრიელი ყავის მოდუღებისას, გაითვალისწინეთ, არ გამოიყენოთ ხსნადი ყავის მარცვლები. უმჯობესია, იყიდოთ მარცვლები და შემდგომ დაფქვათ.
![Related image](http://receptiki.pro/uploads/posts/2015-02/1422960239_kak-pravilno-varit-kofe-v-turke-pravila-i-sekrety.jpg)
წყარო:sovkusom