მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის პირველი ფოტოები Instagram-ში გამოქვეყნდა.
როგორც ჩანს, ფოტოები ყველას არ მოეწონა! BBC-ის ტელეწამყვანმა დენი ბეიკერმა Twitter-ში წყვილის ფოტო გამოაქვეყნა, პატარა მაიმუნთან ერთად და დაწერა: „სამეფო ოჯახის ბავშვი ჰოსპიტალს ტოვებს“.
რადიო BBC-მ ჟურნალისტს პოსტის წაშლა მოსთხოვა. დენიმ მაშინვე წაშალა ფოტო და ბოდიშიც მოიხადა:
„სახუმაროდ სულელური ფოტო ავტვირთე. ეს იყო მაიმუნი ცილინდრით, თუ რაღაც ამგვარი. როგორც კი მივხვდი, რომ ეს შეურაცხმყოფელი იყო, მაშინვე წავშალე. ვწუხვარ, რომ ჩემმა ტვიტმა ზოგიერთი ადამიანი აღაშფოთა.“
მაგრამ სამეფო ოჯახის ფანებმა BBC-ს ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ დენიმ განაცხადა, რომ ის სამსახურიდან დაითხოვეს.
ის ეთერში ბოლოჯერ გამოვიდა. წამყვანებმა მას ჰკითხეს, არის თუ არა რასისტი, რაზეც მან უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა. არავითარ შემთხვევაში!“.
ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ ამიერიდან მხოლოდ ფეხბურთის შესახებ „დაპოსტავს“.
წყარო: peopletalk