"ზებრა" მანანის ფქვილით - მაღალი, ფხვიერი, ფუმფულა ბისკვიტი - Marao

"ზებრა" მანანის ფქვილით - მაღალი, ფხვიერი, ფუმფულა ბისკვიტი

2020-11-09 09:42:08+04:00

მანანის ფქვილით მომზადებული ცომით იდეალური ბისკვიტი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • მანანის ფქვილი 1 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კვერცხი 2 ც
  • კეფირი 2 ჭიქა
  • კაკაო 3 ს/კ
  • ნაღების კარაქი 90 გ
  • სოდა 1 ჩ/კ.
  • ვანილი 1 მწიკვი
  • მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ

მომზადება:

  1. ჯამში ჩაასხით კეფირი, დაუმატეთ სოდა, მანანის ბურღული, ფქვილი. აურიეთ.
  2. გააჩერეთ 20-30 წთ. უნდა გაფუვდეს.
  3. დაარბილეთ კარაქი და გათქვიფეთ შაქართან ერთად. შეურიეთ კვერცხი და ვანილი.
  4. შეურიეთ კეფირი, აურიეთ. გაყავით ცომი 2 ნაწილად. ერთს კაკაო დაუმატეთ.
  5. ფორმას წაუსვით ზეთი. ცენტრიდან დაიწყეთ სხვადასხვა ფერის ცომის ჩასხმა. შეგიძლიათ ჩხირით ნახატიც გააკეთოთ.
  6. აცხვეთ 35-40 წთ, 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!