მანანის ფქვილით მომზადებული ცომით იდეალური ბისკვიტი გამოდის.
ინგრედიენტები:
- მანანის ფქვილი 1 ჭიქა
- ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
- შაქარი 1 ჭიქა
- კვერცხი 2 ც
- კეფირი 2 ჭიქა
- კაკაო 3 ს/კ
- ნაღების კარაქი 90 გ
- სოდა 1 ჩ/კ.
- ვანილი 1 მწიკვი
- მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ
მომზადება:
- ჯამში ჩაასხით კეფირი, დაუმატეთ სოდა, მანანის ბურღული, ფქვილი. აურიეთ.
- გააჩერეთ 20-30 წთ. უნდა გაფუვდეს.
- დაარბილეთ კარაქი და გათქვიფეთ შაქართან ერთად. შეურიეთ კვერცხი და ვანილი.
- შეურიეთ კეფირი, აურიეთ. გაყავით ცომი 2 ნაწილად. ერთს კაკაო დაუმატეთ.
- ფორმას წაუსვით ზეთი. ცენტრიდან დაიწყეთ სხვადასხვა ფერის ცომის ჩასხმა. შეგიძლიათ ჩხირით ნახატიც გააკეთოთ.
- აცხვეთ 35-40 წთ, 200 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!