სიყვარული უსაზღვროა და ბევრად უფრო დიდი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
როდესაც გააცნობიერებთ და ამას ნამდვილად შეიგრძნობთ, მიხვდებით, რომ სიყვარულის მოზიდვა არც ისეთი ადვილი ყოფილა.
მადლიერმა უნდა გაიხსენოთ ყველა, ვისაც უყვარხართ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინაა ეს. თქვენი კოლეგა, საუკეთესო მეგობარი, ბარისტა, რომელიც ყოველ დილას გიკეთებთ ყავას. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, უბრალოდ გადაუხადეთ მადლობა – ენერგეტიკულ დონეზე, გულში, ფიქრებით, გულწრფელად.
სამყარო ყოველდღე გაძლევთ შანსს, შეხვდეთ სხვა ადამიანს, შეცვალოთ ყოველდღიური რუტინა, შეიგრძნოთ ამ ადამიანების ზრუნვა და სითბო. თქვენი დავალება ადვილზე ადვილია. მიიღეთ გამოწვდილი ხელი და მიეცით უფლება სხვას, უყვარდეთ.
როდესაც გეჩვენებათ, რომ არავის უყვარხართ, არ გამჩნევენ და არ გჩუქნიან საკუთარ სითბოს, ეს ნიშნავს ერთს: – უნდა მოიქცეთ სხვანირად და სასურველია, თუ ამას იზამთ დღესვე.
რთული ამაში არაფერი არაა, მთავარია, შეცვალოთ დღის რუტინა. ჩაეწერეთ შემსწავლელ კურსებზე, წადით რომელიმე თანამშრომლის დაანონსებულ საღამოზე. მთავარია, გააკეთოთ რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ. ყველა შემთხვევაში თქვენ გამოძვრებით თქვენი თბილი, მაგრამ მოსაწყენი კომფორტის ზონიდან.
სხვანაირად ვერსდროს შეხვდებით თქვენს ნახევარს. კომფორტის ზონიდან გამოსვლის შემთხვევაში კი გაგიჩნდებათ შანსი, შეხვდეთ თქვენს სიყვარულს.
ჭეშმარიტად საკუთარი თავის სიყვარული – ესაა აკეთოთ ის, რაც გგონიათ, რომ სასრგებლოა და სწორი თქვენი თავისთვის.
ის, რომ თქვენ ოდესღაც წარსულში გული გაგიტეხეს, ნიშნავს ერთს, თქვენ მზად ხართ კვლავ გიყვარდეთ და იყოთ საყვარელი ადამიანი სხვისთვის. გახსოვდეთ, სიყვარული ხშირად მოდის ჩვენთან, მაგრამ ხშირად არ ვართ მზად მის მისაღებად.
თათა შენგელია
წყარო: consciousreminder.com