როგორც ცნობილია, ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ნიშნობის შემდეგ ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს ესტუმრნენ.
მათ გარშემო ნეგატიური ტალღა დაგროვდა, რომელიც მალევე გაიფანტა, რადგან წყვილს ახლა გაცილებით მეტი ადამიანი უსურვებს ბედნიერებას.
წყვილი საკმაოდ თავშეკავებულ ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა ორივეს თვალებში სიყვარული და სითბოა, რაც შეუმჩნეველი არც მათ გამომწერებს რჩებათ.
ერთ-ერთ ფოტოზე სახალისო კომენტარსაც წავაწყდით: "აეგრე უხდებით ერთმანეთს, როგორც მჭადი და ყველი".
ფაქტია, რომ პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთს კარგად ეწყობიან და საერთო მომავალზე სერიოზულად ფიქრობენ.