Victoria’s Secret-ის მოდელმა ქენდის სვანეპოელმა მამაკაცების ჟურნალ GQ-ს აპრილის ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
სამხრეთაფრიკელი ლამაზმანი ტაბლოიდთან ინტერვიუში გამოტყდა, რომ სიგამხდრისა და უცნაური აღნაგობის გამო ბავშვობაში ხშირად დასცინოდნენ. მოდელობით კი შური იძია ყველა ადამიანზე, ვისაც მისი შესაძლებლობების არ სჯეროდა.
"სკოლაში ყველა დამცინოდა, იმიტომ, რომ გამხდარი და მოუხერხებელი ვიყავი, მაგრამ ტელევიზორში მოდის არხებს რომ ვადევნებდი თვალს, ვხვდებოდი, რომ ის გოგონები მე მგავდნენ", - განაცხადა ქენდისმა.
მოდელმა თავის წარსულზეც ისაუბრა და ბავშვობა გაიხსენა.
"მე ძალიან სუფთა და ლამაზი ბავშვობა მქონდა. მეცვა კომბინეზონი, დიდი ბოტები და ძროხებს მშობიარობაში ვეხმარებოდი", - იხსენებს მოდელი.
ბრიტანული GQ-სთვის ქენდისი ცნობილმა ფოტოგრაფმა ტერი როჩარდსონმა გადაიღო.
იხილეთ ვიდეო