„პლატფორმებიდან გადმოვარდნილი გოგონა“
ამ სეზონზე ასეთი ხუმრობების მოსმენა აღარ მოგიწევთ, ვინაიდან ეს საკმაოდ მოდურ ელემენტად ჩაითვლება.
მეტი სიმაღლე
- რამდენიმე სანტიმეტრით სიმაღლის მომატება ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ამ სეზონზე, მით უმეტეს, იმიტომ, რომ დიზაინერებმა კვლავ მოდური გახადეს მასიური ძირები და მაღალი პლატფორმები, როგორსაც ლეგენდარული გოგონების ჯგუფი „Spice Girls“ ირგებდა 1990-იან წლებში. აუცილებლად შეიძინეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც მასიური ტყავის ქამრით ან სქელი თასმებით იქნება გაწყობილი. შეუხამეთ ბრიჯები ან ქვედაბოლოები კროპ-ტოპთან ერთად, როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო მოდური.
ტურისტის აღჭურვილობა
- რამდენიმე წლის წინ სპორტულ სანდლებზე წინდების დანახვისას დაცინვის ობიექტი ხდებოდა ზოგიერთი მოდის მიმდევარი ადამიანი, თუმცა დედის რჩევა ამ დროს სწორედ დროული იყო - „ნუ მიაქცევ ყურადღებას!“ ჰორიზონტზე „ugly sneakers“-ებია, სანდლები, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით კარგავს ფეხსაცმლის ფორმას და უფრო ტურისტული ლაშქრობების მსგავს მოუწესრიგებელ ფეხსაცმელებს ემსგავსება, რომლის დანახვისთანავე ზურგჩანთასა და ქალაქის უზარმაზარ რუკებს წარმოიდგენთ. მათი ჩაცმა უმჯობესია გამოყვანილი ტანსაცმლით, როგორიცაა: შარვალი ეკოტყავის სტილში, ტანზე გამოყვანილი ბლუზები და ჟაკეტები. ასეთ ფეხსაცმელთან დაივიწყეთ „ოვერსაიზის“ ფორმის ზედები.
წყარო:elle