ჯალები (Jalebi) - ტრადიციული ინდური დესერტია, რომელსაც ინდოეთში თითქმის ყველგან ამზადებენ - რესტორნებიდან დაწყებული, ქუჩით დამთავრებული. ეს ხრატუნა, ტკბილი, შემწვარი სპირალები გულგრილს არავის ტოვებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს მოსწონთ.
ინგრედიენტები
- ფქვილი - 2 ჩ/ჭ
- მაწონი ან არაჟანი - 1 ს/კ
- წყალი - 1, 1/4 ჩ.ჭ (ცომისთვის)
- წყალი - 2, 2/3 ჩ.ჭ (სიროფისთვის)
- მანანის ბურღული (ან დაფქული ბრინჯი) - 2 ჩ.კ.
- სოდა ან გამაფხვიერებელი - 1/4 ჩ.კ.
- შაქარი - 4 ჩ.ჭ.
- ლიმონის წვენი - 1 ს/კ
- ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთში ფქვილი, მანანი, სოდა, არაჟანი და თბილი წყალი. კარგად აურიეთ ხელის სათქვეფით. უნდა მიიღოთ ბლინების ცომის მსგავსი მასა ან ოდნავ სქელი.
დადეთ ცომი თბილ ადგილას მინიმუმ 2 საათით. შეიძლება მთელი ღამითაც.
მოამზადეთ შაქრის სიროფი:
შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი მოათავსეთ ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით.
გააგრძელეთ კითხვა