ვერძი
სიყვარული - თუ კარგად დააკვირდებით, გაიგებთ, რას "ამბობს" საყვარელი ადამიანის მიმიკა. ზოგიერთს სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება ელის.
ფინანსები - კარგი პერიოდია პირადი ბიზნესის დასაწყებად, ფულის დასაბანდებლად. ჯანმრთელობა - დალევამდე კარგად გაეცანით წამლების ანოტაციას. ვარჯიში კარგია, მაგრამ ზედმეტ გაწელვებს მოერიდეთ.
კურო
სიყვარული - გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. ყველა რომანტიკული პაემანი ვნებიანი სექსით დასრულდება.
ფინანსები - მოიზიდავთ ახალ კლიენტებს, პარტნიორებს (უცხოელებსაც). კარგი პერიოდია ლიცენზიის, სერტიფიკატის ასაღებად.
ჯანმრთელობა - დაიწყეთ გაჯანსაღების კურსი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფარისებრი ჯირკვალს.
ტყუპი
სიყვარული - პარტნიორთან ერთად მოაგვარეთ უსიამოვნო საკითხები. ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ზოგიერთი გამოცდილ სასიყვარულო პარტნიორს შეხვდება.
ფინანსები - სამსახურში კარდინალური ცვლილებების პერიოდი დაგიდგათ.
ჯანმრთელობა - ამ კვირაში აუცილებელია ჯანსაღი პროდუქტის ჭამა, წყლის სმა და შხაპი. აი, ცხელი აბაზანების მიღებას მოერიდეთ.
კირჩხიბი
სიყვარული - მეტად დაატკბეთ თქვენი ურთიერთობა. თუ საყვარელი ადამიანი თქვენთვის ძვირფასია, სხვას ნუ დაუწყებთ დევნას.
ფინანსები - მცირე ფიზიკური დატვირთვა რელაქსაციას შეუთავსეთ. გაიუმჯობესეთ განწყობა.
ჯანმრთელობა - კარიერასა და ბიზნესში წარმატება გელით. კლიენტებთან ურთიერთობისას კრეატიულობა გამოავლინეთ.
ლომი
სიყვარული - საყვარელ ადამიანს დელიკატურად მიანიშნეთ შეცდომებზე. გახსოვდეთ, რომ მეუღლეს თქვენგან მეტი მზრუნველობა და ყურადღება ესაჭიროება.
ფინანსები - საკადრო ცვლილებების პერიოდია. თქვენ სასიკეთოდ მოგვარდება იჯარასთან დაკავშირებული უსიამოვნებები.
ჯანმრთელობა - ნუ დაიტვირთებით გონებრივი სამუშაოთი. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, კომპეტენტურ სპეციალისტს მიმართეთ.
ქალწული
სიყვარული - მეუღლეს ისე მოექეცით, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს პრობლემების მოგვარებაში.
ფინანსები - დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და დოკუმენტების (სქემების შედგენისას) გაფორმებისას.
ჯანმრთელობა - მოერიდეთ თვითმკურნალობას. მიაკითხეთ იმუნოლოგს.
სასწორი
სიყვარული - მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, თუ სახლში არ გამოიკეტებიან. შეყვარებულებს გახსოვდეთ: "სიყვარულსა მალვა უნდა".
ფინანსები - მოერიდეთ ორპირს და ყურების გაციებას.
ჯანმრთელობა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მომავალი კვირისთვის გადადეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. გაგრძელება