მოდელი, მარიამ სანოგო შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებდა, თუმცა ახლა საკმაოდ გააქტიურდა.
ცოტა ხნის წინ უსაყვარლეს ზუკასთან ერთად გადაღებული ფოტო თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. ზუკას ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პატარას უამრავი ადამიანი აქებს.
ბოლოს ჩაწერილ ინტერვიუში მარიამმა ისაუბრა იმაზეც, რომ სამოდელო კარიერისთვის თავის დანებებას არ აპირებს.
როგორც ხედავთ დედობა ძალიან მოუხდა და ერთი შეხედვითაც ეტყობა, როგორი ბედნიერია.
ამბობს, რომ ბავშვის მოვლა საერთოდ არ უჭირს და ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს, ხოლო როდესაც სამსახურში მიდის ბავშვს მეუღლეს უტოვებს.
მარიამს და მის მეუღლეს- გიორგი ლაშქარაძეს ზურაბი თებერვლის თვეში შეეძინათ. ფაქტია, რომ მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლები არიან. ორსულობის პერიოდში მარიამი ძალიან აქტიური იყო და ცხადია მუხტი და განწყობა არც ახლა აკლია.