აუცილებლად მოგეწონებათ!
ინგრედიენტები:
- არაჟანი 1 ლ.
- ჟელატინი 4 ს/კ.
- შაქარი 300 გ.
- მარწყვი 600 გ.
- ვანილინი 10 გ.
მომზადება:
ჟელატინს დაასხით გადადუღებული ცივი წყალი და დადგით 30-40 წთ. მარწყვი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები. თუ დიდი მარწყვია, შუაზე გაჭერით.
დაბალ ცეცხლზე შეათბეთ ჟელატინი, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ გააცივეთ.
ცალკე ათქვიფეთ არაჟანი - შაქართან და ვანილთან ერთად, ნელ-ნელა ჩაასხით ჟელატინი და განაგრძეთ თქვეფა.
მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში. ჩაძირეთ შიგნით მარწყვები და მთელი ღამით შედგით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!