მოდელი ნინი ნებიერიძე მზრუნველი დედაა.
ის ყოველთვის გამოირჩევა ინდივიდუალური ჩაცმის სტილით, მაკიაჟით და ვარცხნილობით, რაც ფოტოებშიც კარგად ჩანს. ნინი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას თავისებურად ეხმაურება და ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებით მოუწოდებს, რომ ჩამოვიდნენ.
ბოლო პერიოდში ნინი შვილებთან გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს უფრო ხშირად აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ ნინიმ შვილთან- ტოკიოსთან ერთად გადაიღო ვიდეო და "ინსტაგრამზე" განათავსა.
მოდელი ქმართან გადაღებული ფოტოების სიმრავლით არ გამოირჩევა. ბოლოს ვიხილეთ "სთორის" ფოტო, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა წყვილი 3 წლის წინ.
მოგეხსენებათ, მოდელის მეუღლე ბიზნესმენი თემურ უგულავაა.
იხილეთ სახალისო ვიდეო და ახალი ფოტოები: