ბრენდ "Anouki"-ს დამფუძნებელი,
ქართველი წარმატებული დიზაინერი, 4 შვილის დედა - ანუკი არეშიძე იუბილარია. მას 1 ივლისს 30 წელი შეუსრულდა.
ანუკი მუდამ პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში თავისი განსხვავებული სილამაზით, დახვეწილი გემოვნებითა და ჩაცმის სტილით.
დიზაინერი დილიდან მოლოცვებს იღებს ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე, თუმცა როგორც მისი "სთორებიდან" ირკვევა, მიუწვდომელი იქნება დილის 09:00სთ-მდე.
მილოცვებს შორის, გამონაკლისი არც მისი მეუღლე, ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახი კალაძე აღმოჩნდა, რომელმაც მეუღლესთან ერთად, რამდენიმე კვირის წინ, კახეთში გამართული ჯვრისწერის შემდგომი წვეულებიდან, გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი გულის დედოფალო! მიყვარხარ!"
"მარაო"-ს რედაქცია უერთდება მილოცვებს.