მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც სმარტფონს ყიდულობ ტექნიკის მაღაზიაში, პირველივე კითხვა გიჩნდება - აღნიშნული სმარტფონი ორიგინალია თუ არა, ან საერთოდაც რა სახის გარანტია მოქმედებს მასზე. სწორედ ამ კითხვების გამო Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გთავაზობთ სამსუნგის ჰოლოგრამიან პროდუქციას, იმისათვის რომ მარტივად განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან.
ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს King David-ის ბიზნეს ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე Samsung-ის წარმომადგენლობამ განახლებული დიზაინის მქონე ოფიციალური ჰოლოგრამა წარმოადგინა. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს თუ რა უპირატესობები გააჩნია პროდუქტს ოფიციალური ჰოლოგრამით და რამდენად საფრთხის შემცველია უჰოლოგრამო სმარტფონის შეძენა. ღონისძიებას მასპინძლობდა სამსუნგ ელექტრონიკსის კავკასიის რეგიონალური მენეჯერი ჯეისონ ლი.
განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი სპეციალურად ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის, მასზე წარწერებიც კი ქართულ ენაზეა შესრულებული, ხოლო ფონად კი საქართველოს რუკის კონტურს ვხვდებით. ასევე თქვენ არ ხართ იმ საფრთხის ქვეშ, რომ ჰოლოგრამა გაყალბებული იქნება, რადგან მისი დამზადება მხოლოდ კორეის რესპუბლიკაში, მაღალი ტექნოლოგიური მოწყობილობების საშუალებით ხდება.
Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიან სმარტფონს ასევე გააჩნია სამსუნგის გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას სრულად ხარ დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან. შენ უმოკლეს ვადაში მოგემსახურებიან პროფესიონალი ტექნიკოსები, შესაბამისად შენი და შენი სმარტფონის უსაფრთხოება მეტად დაცულია!
სამსუნგი და მისი ოფიციალური პარტნიორები მუდმივად გთავაზობენ განსაკუთრებულ აქციებს, ფასდაკლებებსა და საჩუქრებს.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!
R