ძლიერი ვიტამინების დანამატი - აი რას წარმოადგენს კვერცხის ნაჭუჭი სახლის პირობებში მომზადებულ ანტიასაკობრივ ნიღბებში.
დიახ, ვიღაცისთვის ეს უბრალოდ გამოუდეგარია და პირდაპირ ნაგვის ურნისკენ მოისვრის, მებაღეები კი სწორედ დაფხვნილ კვერცხის ნაჭუჭს აყრიან მიწას, ხოლო ჰომეოპათები საჭმლის დანამატის სახით იყენებენ.
- კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება კოსმეტოლოგიაში საკმაოდ აქტიურ ფაზაშია, შედეგად კი საკმაოდ ბევრი დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა მათი მხრიდან ვინც გამოსცადა ნიღბის სახით.
- თუკი გინდათ კანისთვის ახალგაზრდული იერის დაბრუნება, მიმიკური ნაოჭების მოცილება, ანდეთ საკუთარი კანი კვერცხის ნაჭუჭს. რა ანიჭებს ნაჭუჭს ასეთ ეფექტს? მოდით გავერკვიოთ.
დავიწყოთ იქიდან, რომ კვერცხის ნაჭუჭი - ბუნებრივი კომპონენტია კალცი გლუკონატის დიდი რაოდენობით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ელემენტი კანის უჯრედებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ავსებს ჟანგბადით და უწყობს ხელს სწრაფად რეგენერაციას. ასეთი ნიღბით გაახალგაზრდავება რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს.
- მიმიკური ნაოჭების მოცილება თვალების გარშემო, ცხვირტუჩის ზონასა და შუბლზე.
- კანის გაწმენდა და ტონირება.
- სახის კონტურის შესამჩნევი დაჭიმვა, ანუ ლიფტინგი.
- კანის საფარის ელასტიურობა და სიმკვრივე.
- ამ ყოველივეს გარდა კვერცხის ნაჭუჭი - ჰიალურონის მჟავის წყაროა, რომელიც ნაოჭების დაბერებას ხელს უშლის და კანს ახალგაზრდულ იერს დიდხანს უნარჩუნებს. მის მაქსიმალურ კონცენტრაციას კოსმეტიკური საშუალებების შემცველობაში იხილავთ, რაც არცთუისე ბიუჯეტურია.
ნიღბის რეცეპტი კვერცხის ნაჭუჭის შემცველობით
- ორი კვერცხის ნაჭუჭი
- 4 ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი
- 4 ჩაის კოვზი თაფლი
- 1 კვერცხის გული
- 3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
- 3 ჩაის კოვზი რძე
მომზადებისა და გამოყენების წესი
- აურიეთ ერთმანეთში კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად, ერთგვარი მასის მიღებამდე.
- გაიწმინდეთ სახის კანი და თანაბრად გადაინაწილეთ, გააჩერეთ 15 წუთით.
- ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით და დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.
- თუკი შემოგრჩათ ნიღაბი გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
გირჩევთ გაახალგაზრდავების სრული კურსის ჩატარებას - 2 კვირის მანძილზე ყოველდღიურად გამოყენებით. ხოლო შემდგომ გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ.
გაგვიზიარეთ შედეგი.
წყარო