ზაფხული - საუკეთესო პერიოდია სახლის კოქტეილებისთვის.
მწვანილი გვაძლევს სხვადასხვა არომატული სიროფის, სასარგებლო ნაყენისა და ლიქიორის დამზადების საშუალებას. საღამოს მეგობრებთან ერთად შეკრებები და ყინულით სავსე გემრიელი ალკოჰოლური კოქტეილების დალევას, დამეთანხმებით, რომ არაფერი სჯობს.
„მარგარიტა“ სალბით
მესკალი - ეს არის ტეკილა, რომელიც ყველას აყვარებს თავს. ის უწყობს ხელს კოქტეილის გემოს „გამკვეთრებას“. შესაბამისად, „მარგარიტაში" გამოყენების შედეგად ხდება უფრო მეტად მაცდური, გემრიელი და სასიამოვნო დასალევი. სალბი კი ანეიტრალებს მის სიმძაფრეს, ლაიმი თავისი ყვავილოვანი არომატით სალბის შემცველობას უფრო მეტად გამოკვეთს. თუკი გიყვართ სხვადასხვა გემოს სინთეზი, ისეთი, როგორიც არის სკოტჩი ან ვისკი, ეს სათქვენო ვარიანტია.
ინგრედიენტები
- 3 ფოთოლი სალბი
- 60 გრამი მესკალი
- 30 გრამი ლაიმის წვენი
- 15 გრამი შაქრის სიროფი
- 15 გრამი თრიპლ-ტეკილა
- 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი
- 1 ნაჭერი ლაიმი
მომზადების წესი
- სალბის ფოთოლი მოათავსეთ შეიქერში, აავსეთ ჭიქა ყინულებით, დაუმატეთ მესკალი, ლაიმის წვენი, სიროფი და თრიპლ-ტეკილა. ენერგიულად ათქვიფეთ.
- თეფშზე დაყარეთ მარილი, შამპანურის ჭიქის ზედაპირს წაუსვით ლაიმის წვენი და მოათავსეთ მარილიან თეფშზე, იმისათვის, რომ გამოვიდეს ლამაზი კანტი. შეიქერში მომზადებული სითხე გადაასხით ჭიქაში, მორთეთ სალბის ფოთლით და ლაიმის ნაჭრით.
გემრიელად მიირთვით.
წყარო