ერთი წლის წინ ნატალიას სურდა, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა, მაგრამ აშკარაა, რომ ეს გეგმა დროებით ჩაეშალა.
ნატალიას არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუმცა ცნობილი ოჯახის შთამომავალი მუდმივად იწვევს პრესის ყურადღებას.
"რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. მისი რჩეული გიორგი მდივანი გახლავთ.
წყვილი გრძნობებს არ მალავს, რასაც ნატალიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთობლივი ფოტოებიც მოწმობს. ნახეთ ფოტოები