"რა ჭირს პროფესიონალს და ესთეტს ჩვენი დასაცინი" - როგორ ეხმაურებიან კონსტანტინე თედელურს - Marao

"რა ჭირს პროფესიონალს და ესთეტს ჩვენი დასაცინი" - როგორ ეხმაურებიან კონსტანტინე თედელურს

2019-08-08 09:03:34+04:00

კულინარიული გადაცემა „მასტერშეფი“ ტელეეკრანებზე გამოჩენის დღიდან საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მისი ერთ-ერთი წამყვანი კი საკმაოდ ნიჭიერი და წარმატებული შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური გახლდათ. გადაცემა ცოტა ხნის წინ დასრულდა და გამარჯვებული ია ძაგანია გახდა.

როგორც იცით შეფი საკმაოდ კრიტიკული იყო მონაწილეების მიმართ, რამაც მაყურებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კონსტანტინე "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია. მისი გამომწერების აზრიც როგორც ჩანს ორად იყოფა.

ცოტა ხნის წინ ახალ ფოტოზე ასეთი კომენტარები დაუწერეს:

"გემოებით არ გეთამაშებიან შეფ?",

"რავი, ისეთი სახით არის, არ უნდა ჰქონდეს კაი გემო",

"When Konstantine says: ,,გემოებით მინდოდა მეთამაშა, არ მომწონს".

ამ კომენტარებს ერთ-ერთი გამომწერის მხრიდან კონკრეტული პასუხი მოჰყვა:

"შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. ეს იმპოზანტური კონსტანტინე სხვა ძალიან იმპოზანტურ ქვეყნის არხზე რომ გვენახა ძალიან მოგვეწონებოდა.

რა ჭირს ხალხნო ამ პროფესიონალს და ესტეტს ჩვენი დასაცინი?

რა ვიცით ამ ადამიანზე მეტი, ამდენი თუნდაც ამ სფეროში.

მაინცდამაინც მსუქანი, ფქვილიანი და მოროხროხე მზარეული უნდა იყოს რომ მოგვეწონოს? ვააახ"

ფაქტია, რომ კონსტანტინე თედელურს იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს, რადგან მისივე ისტაგრამზე, სწორედ ამ ფოტოს იხილავთ.

შეფს არ უყვარს საკუთარი პირადი ცხოვრების აფიშირება, თუმცა არც მალავს. მის გვერდით ამჟამად ყველასთვის კარგად ნაცნობი "ჩიკას" როლის შემსრულებელი- ანა ჩირაძეა.

თედელური მოსიყვარულე მამაა და შვილს პატარაობიდანვე ასწავლის კულინარიულ ხრიკებს, რაც ამ ფოტოზეც კარგად ჩანს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემა "მასტერშეფმა" კონსტანტინე თედელურს ხალხის სიყვარულიც მოუტანა, რაც ამ კომენტარებიდანაც ნათელია: "ძალიან მაგარი კაცი ხარ. გამოგარჩევ "მასტერშეფიდან". "ყველაზე მაგარი კულინარი ხარ და ყველას უყვარხარ"..

იხილეთ ასევე: მასტერშეფი კონსტანტინე და ანი ჩირაძე გრძნობებს აღარ მალავენ (ფოტო)

კონსტანტინე თედელურის ჩაცმის სტილი და ოჯახური ფოტოები (+ ვიდეო)