33 წლის სუპერმოდელი ირინა შეიკი ამჟამად დედამისთან და თავის ქალიშვილ ლეასთან ერთად ისვენებს.
მოდელმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად ულამაზეს კუნძულს- იბიცას სწვეოდა და დრო სწორედ ამ მშვენიერ ადგილას გაეტარებინა.
ირინა ოჯახთან ერთად ტარდიციულად ყოველ წელს აგვისტოში მიდის დასასვენებლად.
სუპერმოდელის დედა- ოლგა შვილთან ნიუ-იორკში ჩადის, შემდეგ კი სამოგზაუროდ მიდიან.
ცხადია პაპარაცებს ეს ფაქტი არ გამორჩენიათ და ოჯახს "ჩაუსაფრდნენ". როგორც ხედავთ ირინა და მისი საყვარელი ადამიანები სანაპიროზე ნებივრობენ და სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებსაც ესწრებიან.
ფოტოგრაფებმა ირინა იბიცაზე მწვანე ბიკინებში და ბადეებიან ზედაში დააფიქსირეს. ამ ნიუანსით მოდელმა თავისი სექსუალურობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. პაპარაცებმა ის მხოლოდ ბიკინშიც დააფიქსირეს.
მოდელს თავზე ფართო მზის ქუდი ეფარა, რომელიც ამ სეზონზე აქტუალურია. ამის შემდეგ კი ერთ-ერთ ღონისძიებაზე მისული დააფიქსირეს, გრძელ, მომხიბლავ კაბაში.
ფაქტია, რომ შეიკი ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ ფორმიდან არ ამოვარდნილა, რასაც "ინსტაგრამზე" განთავსებული არაერთი ფოტო მოწმობს.
წყარო: elle.ru