სცადე ახლავე!
ადამიანის გონება რთული კონსტრუქციაა. ყველას აქვს თავისი მოქმედების შაბლონი და ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოქმედებაზე რეაქცია.
თუ თქვენ მას ცხოვრებაში გამოიყენებთ, ბევრად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებით. სცადეთ დღესვე.
1. დუმილის ძალა
როდესაც ვინმეს შეკითხვას უსვამთ და მისგან არადამაკმაყოფილებელ პასუხს იღებთ, სჯობს, კი არ შეეკამათოთ, არამედ გამოიყენოთ მდუმარების ძალა. უბრალოდ, ჩუმად უყურეთ მოსაუბრეს თვალებში. დაინახავთ, რომ ის ჩაფიქრდება და თავადვე დაიწყებს თავის მართლებას; ეცდება, უკეთ ახსნას, რისი თქმა სურდა.
2. გამოიყენეთ საღეჭი რეზინი
ნუ ეცდებით, არ დაფასოთ საღეჭი რეზინის ძალა. თუ თქვენი დღე სავსეა სტრესით, საჭიროა დამშვიდდეთ. ამისთვის გირჩევთ საღეჭი რეზინის გამოყენებას. ის ატყუებს თქვენს ცნობიერს, რომ რაღაცას ჭამთ. ეს ეხმარება თქვენს ორგანიზმს, გამოვიდეს სტრესული მდგომარეობიდან.
3. დააკვირდით ადამიანებს, როდესაც იცინიან
როდესაც იმყოფებით ისეთ კომპანიაში, სადაც ადამიანების ჯგუფი რამეზე იცინის, დააკვირდით, ვინ ვის უყურებს სიცილის დროს. ასეთ დროს მოცინარი ადამიანი უყურებს მას, ვისაც მისი ცნობიერიც და არაცნობიერიც ყველაზე ახლობელ და მნიშვნელოვან ადამიანად თვლის.
4. ნუ იქნებით ზედმეტად ფამილარული...
ეცადეთ, არ გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა «მე მჯერა» და «მე ვიცი», როდესაც რამეზე ლაპარაკობთ, ის არის მხოლოდ თქვენი აზრი და არა სხვისი.
5. ეცადეთ, იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული
არასდროს დაკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე, როდესაც შეეჩეხებით სხვა ადამიანების აგრესიას, ისტერიკას და უსამართლობას. ეცადეთ, რაც შეიძლება მალე განტვირთოთ სიტუაცია და არ დაუშვათ მისი ესკალაცია. საუკეთესო, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ, ესაა არ აჰყვეთ პროვოკაციას, უპასუხოთ მშვიდი ხმით, თუ შეპასუხება აუცილებელია. ის სხვების თვალში თქვენ პატივისცემას გამოიწვევს.
6. მოიქეცით სიტუაციის შესაბამისად
ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები, რადგან ადამიანს ყოველთვის ეტყობა სახეზე, მოქმედებაში, თუ რას განიცდის. რამდენიმე ,,წამეცადინება" და შედეგიც სახეზე იქნება.
7. ყველაფრის გასაღები - იყო თავდაჯერებული
თუ გსურთ, მიიქციოთ მოსაუბრის ყურადღება და ამავე დროს, თქვენ არ ფლობთ ბევრ ინფორმაციას იმ თემაზე, რაზეც საუბრობენ, ეცადეთ, მოიქცეთ ისე, თითქოს იცით, რას აკეთებთ. უბრალოდ უსმინეთ და თავი უქნიეთ.
8. წარმოიდგინეთ, რომ მოსაუბრე თქვენი შორეული ნათესავია, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ
იმის მაგივრად, რომ ინერვიულოთ, როდესაც მნიშვნელოვან თემაზე საუბრობთ, წარმოიდგინეთ, რომ თანამოსაუბრე თქვენი შორეული ნათესავია. ამ დროს სტრესი მოგეხსნებათ და უფრო კარგად ჩამოაყალიბებთ სათქმელს.
9. თუ გსურთ შეცვალოთ სამყარო, იყავით ის ცვლილებები
ახლობელი ადამიანები რეაგირებენ ჩვენს განწყობაზე. ამიტომ თუ იქნებით მუდამ პოზიტიური, ისინი ინტერესით დაელოდებიან თქვენთან შეხვედრას, რამეთუ იციან, რომ კარგი განწყობა გარანტირებული აქვთ.
10. პირველი უარის ტექნიკა
თუ გსურთ, მოსაუბრემ არ გითხრათ უარი რამე სახის დახმარებაზე, თავდაპირველად ისეთ მასშტაბურ რამეზე სთხოვეთ დახმარება, რომ მაშინვე გითხრათ უარი. როდესაც უკვე სთხოვთ იმას, რაც რეალურად გინდათ, რომელიც უკვე ბევრად მარტივი და შესრულებადი მოეჩვენება, ირაციონალური დანაშაულის გრძნობის საფუძველზე უარს ვეღარ გეტყვით.
11. მიიღე პრობლემები, როგორც გამოწვევა
თუ განიცდით სტრესს რაღაცის გამო, ეცადეთ, შეცვალოთ ხედვა. იმის მაგივრად, რომ იფიქროთ მასზე, როგორც პრობლემაზე, იფიქრეთ, როგორც ახალ გამოწვევაზე.
12. მზერითი კონტაქტი
ადამიანთან ურთიერთობის დროს მზერითი კონტაქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ მას მშვიდად და გაღიმებული უყურებთ საუბრისას, ეს მას გაუჩენს სურვილს, რომ გენდოთ.
თათა შენგელია
წყარო