როგორ ჩამოვაყალიბოთ ნატვრა, სურვილი, რომ აგვიხდეს.
1. დაწერეთ თქვენი ნატვრა
უკვე ცნობილია, რომ ნატვრა - ეს არ არის უბრალოდ ფიქრი. ის აუცილებლად უნდა დაწეროთ ქაღალდის ფურცელზე, მონდომებით, ლამაზად, გარკვევით, მაგრამ თუ გგონიათ, რომ ეს ძალიან ადვილია, თქვენ ცდებით.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ - «გსურთ ავტომანქანა» - გგონიათ, რომ ეს საკმარისია, მაგრამ ასე არ არის. არ გაქვთ მითითებული დრო სურვილის, შესაბამისად, მანქანა შეიძლება გყავდეთ ოც წელიწადში ან ორ თვეში. მეტი კონკრეტიკაა საჭირო.
2. სურვილს უნდა ჰქონდეს ვადა, თუ როდის ახდეს
სწორი იქნება, თუ დაწერთ: «მე მინდა მყავდეს ავტომობილი გაზაფხულზე, 2020 წელს!». თითქოს სწორადაა დაწერილი, მაგრამ მაინც აკლია რაღაც და შეიძლება სულაც არ ახდეს. რატომ? რეალობა უნდა იყოს, ციდან არ ჩამოვარდება მანქანა, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე არ გაჩუქებთ ან ლატარიაში არ მოიგებთ.
3. ჩამოწერეთ სურვილი რეალურ დროში
ისე დაწერეთ თქვენი სურვილი, თითქოს უკვე არსებობს, აწმყოა. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ დაწეროთ: «მე მინდა მყავდეს მანქანა!», დაწერეთ: «2020 გაზაფხულზე მე ვყიდულობ მანქანას!». რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ, რომ უკვე გყავთ მანქანა, არა ხვალ, არა მერე, არამედ ახლა. ხვალ ხომ აბსტრაქტული ცნებაა...
4. არანაირი უარყოფა
თქვენი ნატვრის ფორმულირებისას არ უნდა გამოიყენოთ სიტყვა - არა. თუ დაწერთ: «მე არ მინდა ვიცხოვრო სიღარიბეში!», არც კი იოცნებოთ ამის ახდენაზე. რატომ?
საქმე იმაშია, რომ სამყარო ვერ აღიქვამს სიტყვა ,,არას“. სამყარო იგებს შემდეგნაირად თქვენს სურვილს: «მე მინდა ვიცხოვრო სიღარიბეში!». შიშს უფრო დიდი ძალა აქვს, ამიტომ ეცადეთ, არ იფიქროთ იმაზე, რაც არ გინდათ, რომ მოხდეს. იფიქრეთ მხოლოდ პოზიტივზე.
სურვილი ასე დააფორმულირეთ: «მე აუცილებლად ვიქნები მდიდარი!».
5. შექმენით სულიერი გზავნილი
რათა ახდეს თქვენი ნატვრა, მასში უნდა ჩადოთ მთელი გული და სული. წარმოიდგინეთ, როგორ გაგიხარდებათ, რას იგრძნობთ, როდესაც მიიღებთ სასურველს.
6. არ დაივიწყოთ ლოცვა
დაწერეთ სურვილი და აუცილებლად ილოცეთ, თქვენი სიტყვებით, სამყაროს ღმერთს შესთხოვეთ, რომ აგიხდეთ.
7. არ ჩაიციკლოთ თქვენს სურვილზე
სურვილი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩაციკვლა არ არის კარგი. დაწერეთ, გაუგზავნეთ სამყაროს ის და შეეშვით, დაივიწყეთ. ეცადეთ, რომ ყველაფერი ისე წარიმართოს, რომ აგიხდეთ.
გჯეროდეთ საკუთარი ოცნებების!
თათა შენგელია
წყარო