„ბოროტება კი ყოველთვის მარცხდება“ - გმირები და მათი „საქმენი საგმირონი“ ინდონეზიური ზღაპრების კრებულში - Marao

„ბოროტება კი ყოველთვის მარცხდება“ - გმირები და მათი „საქმენი საგმირონი“ ინდონეზიური ზღაპრების კრებულში

2019-09-04 11:54:30+04:00


ინდონეზია - უძველესი კულტურის ქვეყანაა. მის მდიდრულ ფოლკლორში თვითმყოფადობის ელემენტები საოცრად ერწყმის იმ მოტივებსა და სიუჟეტებს, რომლებიც კუნძულზე სხვადასხვა ქვეყნის უცხოტომელებმა გადმოიტანეს. ინდოეთთან მჭიდრო კავშირმა დიდი გავლენა იქონია ფოლკლორზე და ზოგადად, უძველეს ინდონეზიურ ეპოსზე.

ინდონეზიელები - ერი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, მალაიზიის, ტაივანისა და თვით ინდონეზიის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხია. საუბრობენ ინდონეზიური ენის სხვადასხვა დიალექტზე. მიეკუთვნებიან სამხრეთ-მონღოლურ რასას. ინდონეზიელების უმეტესობა მუსლიმია.

Art of Indonesia . Beneath the Moon .

რბილი კლიმატიდან გამომდინარე, 60% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. უმეტესობა საკუთარი მოსავლით ირჩენს თავს. თუმცა, ვულკანურად აქტიური მდებარეობიდან გამომდინარე, ხშირად ეწირება სოფელიც და მეურნეობაც სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმს. სოფლის მოსახლეობა პატარა ზომის სახლებში ცხოვრობს, რომლებსაც ბამბუკისგან აშენებენ. ქალაქური ცხოვრება საკმაოდ განსხვავდება დაბისგან. ქალაქელები სალოცავის მსგავს სახლებს აგებენ. ამასთანავე, მათი სახლები გაყოფილია აუცილებლად ორ ნაწილად - ქალისა და მამაკაცისთვის განკუთვნილ ტერიტორიებად და სამზარეულოდ. ძალაუფლება ეკუთვნის ქალს, ხოლო მამაკაცს შეუძლია ზოგჯერ მივიდეს სახლში.

Nàng Thơ Xứ Huế

ინდური ეპოსი „მაჰაბჰარატა“ ინდონეზიელებისთვის საკმაოდ ნაცნობია. იავანელი რაჯი ჯარმავანგსის ბრძანებით, ის ითარგმნა იავანურ ენაზე ჯერ კიდევ 1000 წელს. მისმა გავლენამ განაპირობა ინდონეზიის ეროვნული ვალუტის, რელიგიის, ქვეყნის პოლიტიკისა და შედეგად, ინდონეზიური ლიტერატურის სახეცვლილება.

Bima By Anak Agung Gde Meregeg Canvas Print / Canvas Art by Roberto Morgenthaler

ეპიკური შემოქმედება, ინდონეზიური ფოლკლორიდან, როგორიცაა „სანგ ბომა“ და „პანდას ლამა“, დაწერილია სწორედ „მაჰაბჰარატას“ მოტივებით. რა თქმა უნდა, ინდონეზიის შემოქმედება საკმაოდ უძველესი დროიდან იღებს სათავეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საინტერესო და ამოუცნობი ნაწარმოებები მრავლად მოეპოვებათ.

Kuniyoshi Project

უძველესი ზღაპრების გამორჩეული თავგადასავლები სწორედ ინდონეზიური ზღაპრების წიგნში ინახება, რომელიც ინდონეზიურ ეპოსს, შემოქმედებასა და ტრადიციებს ასახავს.

Mount Miyaji moon

სახალხო თოჯინების თეატრები, რომლებიც პოპულარულია ინდონეზიურ მოსახლეობაში, აგებულია სწორედ „მაჰაბჰარატაზე“.

კიდევ ერთი მაღალი ცნობადობით სარგებლობს ინდური ეპოსი „რამიანი“, რომელიც ინდონეზიური ფოლკლორის განუყოფელი ნაწილი გახდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ იავანელი მწერლის მიერ ითარგმნა 925 წელს. თანდათანობით სახე იცვალა ამ ყოველივემ და დღეს უკვე ცნობილია ინდონეზიური ზღაპრების „სერი რამას“ სახელწოდებით.

Yoshitoshi :: Art Gallery NSW

არაბული ზღაპრები ინდონეზიელებში განსაკუთრებით დიდი სიმპათიებით სარგებლობდა. შესაბამისად, ლეგენდები და თხზულებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ინდონეზიელებს ყველაზე მეტად მოსწონდათ სწორედ უცხო ტომელთაგან.

ჩინელი მეზღვაურებისა და ელჩებისაგან შემოვიდა, აგრეთვე, ზღაპრების დიდი ნაწილი, რომელიც იავანელებმა მოგვიანებით თავიანთ თხზულებებში ჩასვეს.

Ushiwakamaru and Minatsuru-hime | Museum of Fine Arts, Boston

ინდონეზიური ფოლკლორი ცნობილია, როგორც „dongeng“ ("გაბრწყინებული თხზულება") ან „cerita rakyat” ("ხალხის ისტორია"). მისი წარმოშობა სწორედ ზეპირსიტყვიერმა კულტურამ, გმირების ისტორიების დიაპაზონმა, დაკავშირებულ „wayang“-თან და თეატრალური დასების ძველ ფორმებთან, წერილობით გადმოინაცვლა ინდონეზიურ ფოლკლორში, რომელიც მითოლოგიური გმირებით არის სავსე.

Acrobats. Woodblock print, 1857, Japan, by artist Utagawa Kuniyoshi

ინდონეზიური ზღაპრების თემა საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი აგებულია ძილისპირულ ზღაპრებზე, რომლებშიც სიკეთე, მადლიერება, თავდაჭერილობა, გულწრფელობა, სიმამაცე, თმენა, ერთგულება და ღირსებაა გადმოცემული. ცნობილი თემაა: „სიმართლე ყოველთვის გამარჯვებულია, ბოროტება კი ყოველთვის მარცხდება“.

高輪を新しいウィンドウで開きます。

ინდონეზიური ზღაპრების მთავარი გმირების ძირითადი ბრძოლა სწორედ ბოროტების წინააღმდეგაა, ბედნიერების მისაღწევად კი მათ უამრავი პრობლემა უნდა გადალახონ.

æ¦å…·ä¹‹å›³ï¼ˆã€Žè½è‘‰é›†ã€ç¬¬5冊所収)

5 სექტემბრიდან მკითხველს სერია „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ ახალ ტომში - „ინდონეზიური ზღაპრები“,  გამორჩეულად საგმირო საქმეები ელოდება.