ინდონეზია - უძველესი კულტურის ქვეყანაა. მის მდიდრულ ფოლკლორში თვითმყოფადობის ელემენტები საოცრად ერწყმის იმ მოტივებსა და სიუჟეტებს, რომლებიც კუნძულზე სხვადასხვა ქვეყნის უცხოტომელებმა გადმოიტანეს. ინდოეთთან მჭიდრო კავშირმა დიდი გავლენა იქონია ფოლკლორზე და ზოგადად, უძველეს ინდონეზიურ ეპოსზე.
ინდონეზიელები - ერი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, მალაიზიის, ტაივანისა და თვით ინდონეზიის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხია. საუბრობენ ინდონეზიური ენის სხვადასხვა დიალექტზე. მიეკუთვნებიან სამხრეთ-მონღოლურ რასას. ინდონეზიელების უმეტესობა მუსლიმია.
რბილი კლიმატიდან გამომდინარე, 60% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. უმეტესობა საკუთარი მოსავლით ირჩენს თავს. თუმცა, ვულკანურად აქტიური მდებარეობიდან გამომდინარე, ხშირად ეწირება სოფელიც და მეურნეობაც სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმს. სოფლის მოსახლეობა პატარა ზომის სახლებში ცხოვრობს, რომლებსაც ბამბუკისგან აშენებენ. ქალაქური ცხოვრება საკმაოდ განსხვავდება დაბისგან. ქალაქელები სალოცავის მსგავს სახლებს აგებენ. ამასთანავე, მათი სახლები გაყოფილია აუცილებლად ორ ნაწილად - ქალისა და მამაკაცისთვის განკუთვნილ ტერიტორიებად და სამზარეულოდ. ძალაუფლება ეკუთვნის ქალს, ხოლო მამაკაცს შეუძლია ზოგჯერ მივიდეს სახლში.
ინდური ეპოსი „მაჰაბჰარატა“ ინდონეზიელებისთვის საკმაოდ ნაცნობია. იავანელი რაჯი ჯარმავანგსის ბრძანებით, ის ითარგმნა იავანურ ენაზე ჯერ კიდევ 1000 წელს. მისმა გავლენამ განაპირობა ინდონეზიის ეროვნული ვალუტის, რელიგიის, ქვეყნის პოლიტიკისა და შედეგად, ინდონეზიური ლიტერატურის სახეცვლილება.
ეპიკური შემოქმედება, ინდონეზიური ფოლკლორიდან, როგორიცაა „სანგ ბომა“ და „პანდას ლამა“, დაწერილია სწორედ „მაჰაბჰარატას“ მოტივებით. რა თქმა უნდა, ინდონეზიის შემოქმედება საკმაოდ უძველესი დროიდან იღებს სათავეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საინტერესო და ამოუცნობი ნაწარმოებები მრავლად მოეპოვებათ.
უძველესი ზღაპრების გამორჩეული თავგადასავლები სწორედ ინდონეზიური ზღაპრების წიგნში ინახება, რომელიც ინდონეზიურ ეპოსს, შემოქმედებასა და ტრადიციებს ასახავს.
სახალხო თოჯინების თეატრები, რომლებიც პოპულარულია ინდონეზიურ მოსახლეობაში, აგებულია სწორედ „მაჰაბჰარატაზე“.
კიდევ ერთი მაღალი ცნობადობით სარგებლობს ინდური ეპოსი „რამიანი“, რომელიც ინდონეზიური ფოლკლორის განუყოფელი ნაწილი გახდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ იავანელი მწერლის მიერ ითარგმნა 925 წელს. თანდათანობით სახე იცვალა ამ ყოველივემ და დღეს უკვე ცნობილია ინდონეზიური ზღაპრების „სერი რამას“ სახელწოდებით.
არაბული ზღაპრები ინდონეზიელებში განსაკუთრებით დიდი სიმპათიებით სარგებლობდა. შესაბამისად, ლეგენდები და თხზულებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ინდონეზიელებს ყველაზე მეტად მოსწონდათ სწორედ უცხო ტომელთაგან.
ჩინელი მეზღვაურებისა და ელჩებისაგან შემოვიდა, აგრეთვე, ზღაპრების დიდი ნაწილი, რომელიც იავანელებმა მოგვიანებით თავიანთ თხზულებებში ჩასვეს.
ინდონეზიური ფოლკლორი ცნობილია, როგორც „dongeng“ ("გაბრწყინებული თხზულება") ან „cerita rakyat” ("ხალხის ისტორია"). მისი წარმოშობა სწორედ ზეპირსიტყვიერმა კულტურამ, გმირების ისტორიების დიაპაზონმა, დაკავშირებულ „wayang“-თან და თეატრალური დასების ძველ ფორმებთან, წერილობით გადმოინაცვლა ინდონეზიურ ფოლკლორში, რომელიც მითოლოგიური გმირებით არის სავსე.
ინდონეზიური ზღაპრების თემა საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი აგებულია ძილისპირულ ზღაპრებზე, რომლებშიც სიკეთე, მადლიერება, თავდაჭერილობა, გულწრფელობა, სიმამაცე, თმენა, ერთგულება და ღირსებაა გადმოცემული. ცნობილი თემაა: „სიმართლე ყოველთვის გამარჯვებულია, ბოროტება კი ყოველთვის მარცხდება“.
ინდონეზიური ზღაპრების მთავარი გმირების ძირითადი ბრძოლა სწორედ ბოროტების წინააღმდეგაა, ბედნიერების მისაღწევად კი მათ უამრავი პრობლემა უნდა გადალახონ.
5 სექტემბრიდან მკითხველს სერია „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ ახალ ტომში - „ინდონეზიური ზღაპრები“, გამორჩეულად საგმირო საქმეები ელოდება.