კონტურული მანიკიური - ფრჩხილის ახალი ტრენდია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Instagram-ზე. ყველაფერი კი დაიწყო სუპერმოდელ როზი ჰანთინგტონ-უათლის მიერ, რომელმაც ნუდის მანიკიურის ფოტო დადო თეთრი კონტურით.
იმისათვის, რომ მსგავსი ტრენდი გაიმეოროთ, ორი შეფერილობის ფრჩხილის ლაქი დაგჭირდებათ, საბაზისო და კონტრასტული. „მარაომ“ მოაგროვა 10 ყველაზე კაშკაშა და ნეიტრალური ვარიანტი ნებისმიერი გემოვნების გოგონასთვის.