ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი ზაფხულის მიწურულს მშვენიერ იბიცაზე იმყოფებოდა.
ამ კუნძულს ცნობილი ქართველი ქალბატონები ნამდვილად სწყალობენ, რადგან ზაფხულში იბიცას მოდელი ლიკუნა ქორქიაც ესტუმრა.
რაც შეეხება მანიკას, მან იბიცაზე მეუღლესთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად დაისვენა.
ფაქტია, რომ მომხიბლავი ტელესახე არაჩვეულებრივად გამოიყურება.
როგორც იცით, მოდელი კალათბურთელ ბექა წივწივაძის ცოლია და ერთად უკვე მრავალი წელია სიამტკბილობაში ცხოვრობენ.
წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და "ინსტაგრამზეც" აქტიურობით გამოირჩევიან.
კომენტარებშიც იგრძნობა, რომ მანიკა და ბექა დღემდე ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ცოლ-ქმარია.
როგორც ხედავთ, მანიკასთან ერთად იბიცაზე მოდელი ნუკა ყარალაშვილიც გახლდათ. მათ ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.