საქართველოში ბევრ ლამაზ წყვილს შეხვდებით, თუმცა ამჯერად გვინდა ყურადღება იმ ადამიანებზე გავამახვილოთ, ვინც უკვე მრავალი წელია ერთადაა და ამავდროულად, ცნობილიც არის.
ნინა სუბლატი და გიორგი შამანაური - წყვილი 2013 წელს დაქორწინდა. მათი მეჯვარეები ნიკოლოზ რაჭველი და სოფო ტოროშელიძე იყვნენ.
როგორც ხედავთ, თავს ახლაც ბედნიერად გრძნობენ და ახალ ფოტოებსაც ხშირად გვთავაზობენ. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ერთად მშვენივრად გამოიყურებიან. როგორც ჩანს, საერთო ინტერესები, ურთიერთგაგება და ცოტაოდენი სიგიჟე მათ ურთიერთობას ძალიან მოუხდა.
სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი - მათი ურთიერთობა ნამდვილად მისაბაძია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი და საინტერესო წყვილია. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უკვე იმდენი ხანია ერთად არიან, სამაგალითოდ ესეც გვეყოფა.
ორივე შესანიშნავ ფორმაშია, რასაც ახალი ფოტოებიც მოწმობს. სალომე მუდმივად აქტიურია, ისევე, როგორც მისი ქმარი. ცდილობენ, არ გაჩერდნენ და მიზნებისკენ ერთად მიიწევენ.
ანუკი არეშიძე და კახა კალაძე - წყვილი ოფიციალურად 2013 წელს დაქორწინდა. ჯვარი კი როგორც იცით, ივნისის თვეში დაიწერეს.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წყვილია და გამომწერები მათ ახალ პოსტებს მოუთმენლად ელოდებიან.
გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი - ეს მშვენიერი წყვილი 2012 წლიდან ერთადაა. მათი სიყვარულის ამბავი თითქმის ყველა ადამიანმა იცის.
გიგის მეუღლე უკრაინელია და პროფესიით ფოტოგრაფია. ერთად შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და მათ გარშემო ყოველთვის დადებითი მუხტი იგრძნობა.
ცოლ-ქმარი ერთმანეთს ყველაზე მეტად იმ პოზიტივით ჰგავს, რომელსაც გასცემენ. შესაძლოა, სწორედ ეს არის მათი ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.
მარინას და გიგის შვილები:
მანიკა ასათიანი და ბექა წივწივაძე - მათ ურთიერთობა 2010 წელს გააოფიციალურეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი სტაჟი აქვთ.
ახალგათხოვილი მანიკა ინტერვიუში შემდეგ სიტყვებს ამბობდა: "ჩვენი გემოვნება ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, თან, ბექა საერთოდ უპრეტენზიო ადამიანია".
ჩანს, რომ წლებმა მათ ურთიერთობას საძირკველი უფრო გაუმყარა.