ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ პლანეტების განლაგების მიხედვით იცვლება მოვლენები. ასე და ამგვარად, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვისაც არსებობს პერიოდები, როცა მათ სიყვარულში განსაკუთრებით უმართლებთ. ამ ეტაპზე პლანეტების საინტერესო გადაადგილებები ფიქსირდება ცაზე, რაც ასტროლოგებს იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ვთქვათ - ზოდიაქოს სამ კონკრეტულ ნიშანს ამ შემოდგომაზე დიდი სიყვარული ელის...
მორიელი
ოქტომბრის შუა პერიოდიდან მოყოლებული, მორიელის ნიშნით დაბადებულებისთვის წარმატებული პერიოდი შევიდა ძალაში. თუმცა, უკვე ნოემბრიდან მორიელებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით სასიყვარულო-პარტნიორული კავშირების კუთხით. ეს შეიძლება იყოს რომანი უცხოელთან, მოგზაურობისას დაწყებული
ლავ-სთორი ან პარტნიორი, რომელიც გაცილებით უფრო წარმატებული ან ფინანსურად უზრუნველყოფილია თქვენზე.
სასწორი
სასწორის ზოდიაქოს ნიშანი პარტნიორობისა და ქორწინების თემას "განკარგავს" ისეც. თუმცა, ამ შემოდგომაზე ზუსტად ამ ნიშანში ორი "გენდერული" პლანეტა მოიყრის თავს, რაც თავის მხრივ, ბევრი სასწორის ცხოვრებაში მოიტანს გასაოცარ სასიყვარულო ამბებს. შესაძლებელია, თქვენი რომანი "ერთი ნახვით" სიყვარულის სცენარითაც დაიწყოს და განვითარდეს. არ არის გამორიცხული, ვინმეს ისეთი შეგხვდეთ, ვინც წამის მეასედში დაგახვევთ თავბრუს. თქვენი ინტერესის ობიექტი შესაძლოა კარგად ცეკვავდეს ან მღეროდეს, ჰქონდეს დახვეწილი სტილი, მისდევდეს სპორტს და ჯანსაღ ცხოვრების წესს. გაგრძელება