ყველა დიასახლისს ჰქონია შემთხვევა, როცა უთოს ზედაპირზე დამწვრობის მაგვარი ლაქები ჩნდება. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რაც თქვენს უთოს სისუფთავეს დაუბრუნებს.
1. უთოს გაწმენდა მარილით
ყველაზე ნაცადი მეთოდია. მარილი უნდა იყოს მსხვილი. უკეთესია, თუ მარილი ზღვის იქნება.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
</div>
გაწმენდის პირველი ვარიანტი: უთო გაათბეთ და გამორთეთ. ზედაპირზე დააყარეთ მარილი და სველი ჩვრით გაწმინდეთ მანამ, სანამ დამწვარი ლაქები არ გაქრება. პროცედურის ბოლოს უთოს მშრალი ტილო გადაუსვით.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
</div>
მეორე მეთოდი: მარილი ორად დაკეცილ ტილოს ნაჭერზე დაყარეთ, გაათბეთ უთო და გააუთოეთ მარილი. ამგვარად სუსტ გაჭუჭყიანებას მოაშორებთ.
მესამე მეთოდი: მარილი მუყაოზე დაუყარეთ და გამთბარი უთო მანამდე გაუსვით, სანამ უთოს ჭუჭყი არ მოსცილდება.
თუ თქვენს უთოს "ტეფლონის" ზედაპირი აქვს, გაწმენდის ეს ხერხი არ გამოგადგებათ.
2. ძმრის გამოყენებით
უთოს ზედაპირი ძმრიანი ჩვრით გაწმინდეთ (ან კონკრეტული ადგილები ბამბის ჩხირებით) და კარგად შეამშრალეთ. იმისათვის, რომ უთოზე დამწვრის ლაქები არ გაჩნდეს, გაუთოების შემდეგ უთოს ძმრიანი ჩვარი დაადეთ და დილით მსუბუქად გადაწმინდეთ. გახსოვდეთ, რომ ძმარს უსიამოვნო სუნი აქვს და ძმრიანი უთო უმჯობესია, ღამით აივანზე დატოვოთ.
3. უთოს გაწმენდა ძმრითა და მარილით
ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს შეურიეთ, ცეცხლზე შემოდგით და გაათბეთ, სანამ მარილი არ გადნება. შეგრილებულ ნაყენში ჩაალბეთ ან ჩვარი, ან რბილი ჯაგრისი (მეტალის არ შეიძლება) და გაწმინდეთ ზედაპირი.
4. დამწვარი ზედაპირის სოდით გაწმენდა
სოდას იმდენი წყალი დაუმატეთ, რომ ფაფისმაგვარი კონსისტენცია მიიღოთ. მოათავსეთ ჩვარზე ან ჯაგრისზე და გაწმინდეთ უთოს ზედაპირი. ბოლოს გადაუსვით მშრალი ტილო.
5. თხევადი საშუალებები
ორი ვარიანტი არსებობს, ან უთოს ზედაპირი ლაქის მოსახსნელი სითხით, ე.წ. აცეტონით გაწმინდეთ, ან წყალბადის ზეჟანგით. სასურველია, ხელთათმანები გეკეთოთ.
6. პარაფინით
ჩვენი ბებიები უთოს ზედაპირს პარაფინის სანთლებით წმენდდნენ. ამისათვის უთო ისე უნდა დაიჭიროთ, რომ პარაფინი სიღრმეებში არ ჩავიდეს. ფრთხილად დაასხით უთოს ზედაპირზე გამთბარი პარაფინი. პროცედურის ბოლოს უთოს მშრალი ტილო გადაუსვით.
7. სპეციალური ფანქარი
არსებობს სპეციალური ქიმიური ფანქარი, რომელიც უთოს დამწვარ ზედაპირს გაასუფთავებს. უთო კარგად გააცხელეთ, ზემოდან გადაუსვით სპეციალური ქიმიური ფანქარი. გაწმენდის ბოლოს უთოს ნამიანი ჩვრით გაწმინდეთ.
წყარო