ქართველი წყვილები, რომლებიც ქორწილში ქართულ მოტივებზე შექმნილი სამოსით გამოცხადდნენ - Marao

ქართველი წყვილები, რომლებიც ქორწილში ქართულ მოტივებზე შექმნილი სამოსით გამოცხადდნენ

2019-10-19 18:18:55+04:00


წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებმაც არჩევანი ქართულ, ტრადიციულ სამოსზე შეაჩერეს. სოციალურ ქსელში მათ ფოტოებს ძალიან ბევრი მოწონება აქვთ და ადამიანები მათ მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ.

ხატია ადამია- როგორც აღმოჩნდა გოგონა დიზაინერია, მას კაბაზე შემდეგი სიტყვები ეწერა: "რუსეთი ოკუპანტია".

ხატიას ნაბიჯი საზოგადოებამ დადებითად მიიღო და შექება დაიმსახურა.

გუბაზ ჯოლოხავა და ნატალი მიქელაძე- წყვილის ფოტოები სოციალურ ქსელში მასშტაბურად არ გავრცელებულა, თუმცა საკმაოდ კარგი შეფასება მოჰყვა. ცოლ-ქმარი დახვეწილ სამოსშია გამოწყობილი, რომელიც ნამდვილად ძალიან უხდებათ.