წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებმაც არჩევანი ქართულ, ტრადიციულ სამოსზე შეაჩერეს. სოციალურ ქსელში მათ ფოტოებს ძალიან ბევრი მოწონება აქვთ და ადამიანები მათ მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ.
ხატია ადამია- როგორც აღმოჩნდა გოგონა დიზაინერია, მას კაბაზე შემდეგი სიტყვები ეწერა: "რუსეთი ოკუპანტია".
ხატიას ნაბიჯი საზოგადოებამ დადებითად მიიღო და შექება დაიმსახურა.
გუბაზ ჯოლოხავა და ნატალი მიქელაძე- წყვილის ფოტოები სოციალურ ქსელში მასშტაბურად არ გავრცელებულა, თუმცა საკმაოდ კარგი შეფასება მოჰყვა. ცოლ-ქმარი დახვეწილ სამოსშია გამოწყობილი, რომელიც ნამდვილად ძალიან უხდებათ.