ადამიანის სხეული ბევრ საიდუმლოს მალავს, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ ახსნილი ან აღმოჩენილიც კი არ არის. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინამ ბევრ უცნაურ კითხვაზე იპოვა პასუხი და ეს საზოგადოებასაც გაუზიარა.
სტატიაში წარმოგიდგენთ 12 საინტერესო ფაქტს ჩვენს სხეულზე, რომელზეც შეიძლება აქამდე არასდროს გიფიქრიათ.
12. ერთ ადამიანს შეუძლია, მილიონი კოღო გამოკვებოს
ადამიანის სისხლი საკმარისია 1.2-დან 1.8 მილიონამდე კოღოს გამოსაკვებად. ერთი კოღო ერთი კბენით სისხლის დაახლოებით 0.003 მლ-ს სვამს. ამიტომაც ადამიანის სისხლით დასაცლელად ამ პატარა სისხლისმწოველების უზარმაზარი არმია იქნებოდა საჭირო.
11. კაცის მკერდსაც შეუძლია რძის გამოყოფა
ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, აქვს რძის გლანდები, რძის არხები და ძუძუსთავები. გაგიკვირდებათ, მაგრამ კაცის ორგანიზმსაც შეუძლია რძის გამოყოფა. თუმცა შეიძლება ეს დიდი სტრესით გამოწვეულ ჰორმონალურ დისბალანსზე მიანიშნებდეს.
10. ქალს შეუძლია 40-ზე მეტი ბავშვი გააჩინოს
გენეტიკის გათვალისწინებით, ზოგ ქალს შეუძლია ათეულობით ბავშვს მისცეს სიცოცხლე. ოფიციალური რეკორდი რუს ქალს ეკუთვნის, რომელმაც, როგორც ამბობენ, მე-18 საუკუნეში 69 ბავშვი გააჩინა.
9. ადამიანის მთლიან სხეულზე სახის თმა ყველაზე სწრაფად იზრდება
თუ კაცებს ჰკითხავთ, გეტყვიან, რომ ყოველდღე უწევთ სახეზე წვერის გაპარსვის ფაქტთან შეჯახება. ამიტომაც დიდი შვებაა, ზოგ ქალს რომ წვერიანი კაცები მოსწონს, არა? გაგრძელება