რომელ გოგოს არ სურს, სხვების თვალში იდეალური გამოჩნდეს, მაგრამ ამის მიღწევა არცთუ ისე ადვილია. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, თაყვანისმცემლების არმია გაიჩინოთ, გამოგივათ, თუ გარკვეულ წესებს გაითვალისწინებთ.
- ერთი და იგივე გოგონა არ შეიძლება მოეწონოს აბსოლუტურად ყველა მამაკაცს. ამიტომ, როგორც უნდა ეცადოთ, ყველასთვის მომხიბვლელი იყოთ, ვერ იქნებით. თუმცაღა, შეგიძლიათ მამაკაცების უმრავლესობის თვალში იდეალს მაქსიმალურად მიუახლოვდეთ.
ყველაზე ხშირად კაცებს მოვლილი ქალები მოსწონთ. ამაში არ ვგულისხმობთ დასაკრობ წამწამებს, მკვეთრ მაკიაჟს და მსგავს რაღაცებს. სასურველია, რომ თქვენი თმა იყოს ჯანმრთელი, ბზინვარე და ბუნებრივი ფერის. ასევე, ყურადღება მიაქციეთ კანისა და კბილების სიჯანსაღეს, აკურატულად გაკეთებულ მანიკიურს და პედიკიურს, დროულ დეპილაციას. ეს ყველაფერი ერთად ქმნის შთაბეჭდილებას იმაზე, თუ რამდენად მოვლილია ქალი.
- გამოკითხული 400 მამაკაციდან (16-65 წლამდე ასაკის), გაირკვა, რომ 31%-ს მოსწონს ღია ფერის თმის მქონე ქალები. ამდენივე უპირატესობას ანიჭებს შავგვრემნებს, ხოლო 28% საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ამ ფაქტორს.
ყოველ მამაკაცს უყვარს თვალებით. ამიტომ, განსხვავებული ასპექტების მიუხედავად, გარეგნობა ქალის ყველაზე ძლიერი იარაღია. არ ღირს იფიქროთ, რომ ბიჭებს მარტო მოდელები და პრინცესები მოსწონთ. ადამიანს შეიძლება მოსწონდეს ყოველგვარი ზღაპრულობის, ვარსკვლავურობის გარეშეც.
მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის, გიყვარდეთ და აფასებდეთ საკუთარ გარეგნობას. კოსმეტიკა
დიდ ბრიტანეთში, ბანგორის უნივერსიტეტსა და კანადის იორკსკის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ფსიქოლოგთა თანამედროვე კვლევებმა მაკიაჟის უმნიშვნელობა დაადასტურა. მამაკაცები, რომლებსაც აჩვენებდნენ ქალების ფოტოებს, მაკიაჟამდე და მაკიაჟის შემდეგ, ირჩევდნენ ერთსა და იმავე ქალებს, კოსმეტიკისგან დამოუკიდებლად. კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ალექს ჯონსმა თქვა, რომ ბუნებრიობა გაცილებით მნიშვნელოვანია.
თვალები
გოგონები, დიდი, შველივით თვალებით, ბიჭებში იწვევს განცდას, რომ დაიცვან და გაუფრთხილდნენ მათ. ცოცხალი მზერა ქალს მუდამ ახალგაზრდად აქცევს. თუ ამ ეფექტს მოვლილი წარბებითა და სწორი მაკიაჟით გააძლიერებთ, ის ცდუნებას წინ ვერ აღუდგება!
ტუჩები
როდესაც მამაკაცები ხედავენ ფუმფულა, სველ ტუჩებს, მათ გონებაში მხოლოდ ერთადერთი სურვილი იბადება: -
აკოცონ მას! ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ტუჩებს. კვირაში ერთხელ დაიმუშავეთ სკრაბით და ყოველდღიურად დაიტენიანეთ ტუჩის ბალზამით.
ღიმილი
ღიმილი - ძალიან ძლიერი იარაღია! გაიღიმეთ ხშირად, იყავით თავდაჯერებული, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ მამაკაცები ყურადღებას აქცევენ გოგონებს, რომლებიც საკუთარი მომხიბვლელობის დემონსტრირებას ახდენენ. მორცხვობა ვიზუალური კონტაქტისას ძალიან თვალშისაცემია. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, იგრძნოს ინტერესი და მიიღოს უკუკავშირი. როდესაც ეს ხდება, კაცს ემატება გამბედაობა და გაცნობის სურვილი.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენი კბილების მდგომარეობას. ლამაზ ღიმილს ჯანსაღი, თეთრი კბილები უხდება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტების მსოფლიოში ცნობილი ბრენდი - White Glo, რომლის ექსპორტი ხდება აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, შუა და მცირე აზიაში. ავსტრალიის ბაზრის ლიდერი კომპანია ფასისა და ხარისიხის საუკეთესო კომბინაციას გთავაზობთ. აღსანიშნავია ისიც, რომ White Glo Professional დასახელდა 2019 წლის №1 კბილების მათეთრებელ კბილის პასტად.
თმა
თმა აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. დაუთმეთ დრო მის მოვლას. შეიძინეთ ხარისხიანი შამპუნი და კონდიციონერი. ფერი ნებისმიერი შეგიძლიათ შეარჩიოთ. მთავარია, ის თქვენს იმიჯს მოუხდეს. ბევრ მამაკაცს არ მოსწონს არაბუნებრივი ფერის თმა. მწვანე, ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი, მაგრამ მსუბუქი ვარდისფერი ან ატმისფერი ტონები, პლატინისფერ ბლონდზე საკმაოდ მისაღებია.
მცენარეებით და ვიტამინებით მდიდარი Organic Care-ის შამპუნი და კონდიციონერი თმას სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება. პროდუქცია დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, პარაბენს, პროპილენ გლიკოლს ან საღებავებს. ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერი ტიპის თმის მქონე მომხმარებელი შეძლებს მისთვის სასურველის შერჩევას.
შეგიძლიათ „ესროლოთ“ მას იდუმალი მზერა, არც ძალიან ხანმოკლე და არც ხანგრძლივი.
გაიღიმეთ და შეისწორეთ თმა! ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება მამაკაცისთვის, თქვენი მისდამი დამოკიდებულების გამოსახატავად!