ლამაზი ფორმები ყველა ქალის ოცნებაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ხრიკით სასურველი შედეგი მივიღოთ. საინტერესოა, რა ხერხს მიმართავენ ქართველი ცნობილი ქალბატონები, რომ სხეულს ახალი, უფრო ჯანსაღი იერსახე შესძინონ.
ჩვენ შევკრიბეთ ვიდეოები, რომლებმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ამავდროულად, გამოსადგეგიც შეიძლება იყოს.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ვარჯიშობს. ეს გახლავთ დუნდულების სპეციალური ვარჯიში, რომელსაც უცხოეთშიც არაერთი ქალბატონი მიმართავს და საკმაოდ ეფექტურია.
აღსანიშნავია, რომ შორენა უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად ვარჯიშობს და ცდილობს, ფორმიდან არ ამოვარდეს.
მსახიობს არც მოდელი თამო ვაშალომიძე ჩამორჩება. მიმზიდველი ქალბატონი ფიტნესით აქტიურადაა დაკავებული. გთავაზობთ ვიდეოს, რომელში არსებული მოძრაობებიც ფორმების გამოსაკვეთად არანაკლებ ეფექტურია.
ამ შემთხვევაში კი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი პრესის ვარჯიშებს აკეთებს, თუმცა ამგვარი ვარჯიშით მკერდის ფორმის გამოკვეთაც შესაძლებელია. მთავარია, ტრენერი სწორად შევარჩიოთ და არასწორი მოძრაობები თავიდან ავირიდოთ, რათა შედეგმა სასიამოვნოდ გაგვაოცოს და არა პირიქით. "სავარჯიშოდ შედიხარ და ასეთ ბიოლოგიურ შედევრს, ხელოვნების ნიმუშს რომ დაინახავ, როგორ უნდა ივარჯიშო" - წერს ერთ-ერთი გამომწერი მამაკაცი.