"ჰელოუინი" – ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია მსოფლიოში. მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის. საწყისს კი კელტურ ფესტივალ "სამჰეინიდან" და ქრისტიანულ "ყველა წმინდანის დღიდან" იღებს. ამ უძველესი დღესასწაულიდან დღეისათვის მხოლოდ სახალისო გასართობი ტრადიციები შემორჩა. ყოველი პირველი ნოემბრის ღამეს კარნავალი ეწყობა, სადაც ადამიანები სხვადასხვა უწმინდური არსების კოსტიუმებს იცვამენ. ამ გართობის მიღმა "ჰელოუინის" უძველესი არსი იმალება. მთელ ევროპაში ეს ღამე აღინიშნებოდა, როგორც ზამთარში გადასასვლელ პერიოდად. ითვლებოდა, რომ ამ დროს გარდაცვლილთა სულები ბრუნდებოდნენ საიქიოდან, რათა მოენახულებინათ თავიანთი სახლები და ცეცხლთან გამთბარიყვნენ. ისინი დაბორიალობდნენ და ოჯახის დანარჩენ წევრებს სთხოვდნენ საჭმელსა და სასმელს.
<div>ჰელოუინიInfogram</div>
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
სულებს სხვადასხვა სახის მიღება შეეძლოთ. ავ და ბოროტ სულებს ცხოველებში ჩასახლება შეეძლოთ. მათთან ერთად ჩნდებოდნენ სხვა ბნელი ძალებიც: დემონები, სახლის სულები, კუდიანები, ვამპირები და სხვა. ყველა უწმინდური ძალა დედამიწაზე ეშვებოდა. იმისთვის, რომ მკვდარი აჩრდილების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ, ადამიანები აქრობდნენ ცეცხლს თავიანთ სახლებში და რაც შეიძლებოდა შემაშინებლად იცვამდნენ, იხურავდნენ ცხოველების თავების ნიღბებს და მათ ტყავებში ეხვეოდნენ იმ მიზნით, რომ დააფრთხობდნენ ავ სულებს.<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
"ჰელოუინის" ღამეს ჩვენსა და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ყველანაირი ბარიერი ირღვეოდა, იღებოდა ჭიშკარი ორ სამყაროს შორის. ასე რომ, "ჰელოუინი" ასევე იყო მცდელობა ამ ორი სამყაროს კავშირის გაგებისა. "ჰელოუინის" ღამე არის გადასასვლელი ერთი სამყაროდან მეორეში; კარიბჭე – ზამთარში, ცივ სამყაროში გადასასვლელად, სადაც ყველაფერი ცოცხალი კვდება, მაგრამ ამავდროულად, ემზადება აღორძინებისათვის. თავისუფლდება ყველაფერი ზედმეტისაგან, როგორც ხე ფოთლებისაგან. ახალი ერის დადგომისას, რომაელებმა კელტების მიწების უმრავლესობა დაიკავეს. იმ 400 წლის მანძილზე, რაც მათ კელტების მიწაზე გაატარეს, მოსახლეობის შერევის გარდა, მათი ტრადიციების შერწყმაც მოხდა. "სემჰეინის" დღესასწაული ორ რომაულ დღესასწაულთან - "ფერალიასა" და "პომონთან" (ხილისა და ხეების ქალღმერთი) გაერთიანდა, რომლის სიმბოლო იყო ვაშლი. სწორედ აქედან წამოვიდა "ჰელოუინის" დღეს ვაშლით სხვადასხვა თამაშის მოწყობის ტრადიცია.თამაში: იპოვე ერთნაირი ფიგურები
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
შემდგომ ქრისტიანულმა რელიგიამ პირველი ნოემბერი "ყველა წმინდანის დღედ" აქცია - დღესასწაული წმინდანებისათვის, რომელთაც არ აქვთ საკუთარი მოხსენიების დღე. ამ დღეს მოიხსენიებდნენ და ადიდებდნენ ყველა წმინდანისა და წამებულის სულებს. ხალხში – "ყველა წმინდანის დღე" – All Saints Day-ს უწოდებდნენ Allhallowmas (the mass of all Hallows), ხოლო ამ დღის წინა ღამემ მიიღო სახელწოდება – "ყველა წმინდანის ღამე" – All Hallows Eve. სწორედ აქედან წამოვიდა დღესასწაულის სახელწოდება – Halloween.გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მე-19 საუკუნეში ემიგრანტებმა ირლანდიიდან "ჰელოუინი" ამერიკაში "წაიღეს". აშშ-ში სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ჩვეულებები შეერწყა ინდიელთა რწმენას, რის შედეგადაც გაჩნდა ამერიკული ვერსია დღესასწაულისა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. "ჰელოუინის" პირველი დღესასწაულების დროს ეწყობოდა წარმოდგენები, მკითხაობები და ცეკვები. აღნიშნავდნენ მოსავლის აღებას, ჰყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს მკვდრებსა და მოჩვენებებზე.
მე-19 საუკუნის ბოლოს "ჰელოუინი" სახალხო დღესასწაულად აქციეს. ბევრი ცრურწმენა ისტორიაში დაიკარგა. დღესასწაული იქცა ღონისძიებად თავისი აღლუმებით, კონკურსებითა და კონცერტებით. თუმცა აბობოქრებული ახალგაზრდების ვანდალური აქტების ჩაცხრობა მხოლოდ 50-იან წლებში მოხერხდა. მას შემდეგ ყოველი 31 ოქტომბერს, ღამის 12 საათის შემდეგ, სახლებში დადიან კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები. ახლა "ჰელოუინი" არ არის უბრალოდ ღამე, როდესაც ბავშვები სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილები დადიან და აგროვებენ ტკბილეულს.
"ჰელოუინი" ამერიკელების ყველაზე საყვარელი შემოდგომის სახალხო დღესასწაულია. უძველესმა მითებმა გაგრძელება პოპ-კულტურაში, სიმბოლიზმსა და თანამედროვე ტრადიციებში ჰპოვა. "ჰელოუინის" ღამეს ადამიანები მეზობელ სახლებს სტუმრობენ, რათა მკვდრების საკვების ძიების პროცესი განასახიერონ. ისინი, ვინც კანფეტებს არიგებს, ანსახიერებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, აამონ ავ სულებს. დემონებისა და გობლინების ნიღბები ბოროტ სულებს განასახიერებს.
გოგრის თავი – "ჰელოუინის" აუცილებელი ატრიბუტია. გოგრა თავისუფლდება შიგთავსისაგან და გამოიჭრება სახე, ხოლო შიგნით იდება სანთელი. გოგრა ერთდროულად სიმბოლიზდება მოსავლის აღების დასრულებასთან და ბოროტი სულების დაფრთხობასთან. დრუიდების ძველი კალენდრის მიხედვით, ინგლისში პირველ ნოემბერს დგებოდა ახალი წელი. ამისთვის, 31 ოქტომბერს საჭირო იყო ავი სულების გაყრა, რომლებიც ამ ღამეს გამოდიოდნენ დღის სინათლეზე. ამერიკაში ამ დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება კანფეტები. ამერიკული "ჰელოუინის" ძირითადი ატრიბუტები – გოგრის ფარანი და კანფეტების შეგროვებაა – Trick or Treat ("ფული ან სული").