მე ვარ ფრთხილი, იმიტომ რომ ოდესღაც მიღალატეს. ვიცინი, იმიტომ რომ ადრე ვტიროდი. მე ვცხოვრობ აწმყოთი, იმიტომ რომ მომავალი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. მე ვარ ძლიერი, იმიტომ რომ ადრე ვიყავი სუსტი.
ცრემლები, როგორც სულის სალბუნი
მომეცით ნება, დღეს გამოვავლინო სისუსტე და ხვალ ისევ გავხდები ძლიერი. ხანდახან ჩვენ გვჭირდება უბრლოდ ტირილი. თუნდაც არ ვიცოდეთ რატომ. ხშირად ვთრგუნავთ ამ სურვილს, გვეშინია, რომ ცრემლები გაგვხდიან სუსტს, მაგრამ მათი მეშვეობით ჩვენ გამოვხატავთ იმას, რაც გვაწევს გულზე. ხანდახან ადამიანები ტირიან არა იმიტომ, რომ სუსტები არიან, არამედ იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ძლიერები. ძლიერება კი ხშირად ძალიან ღლის ადამიანს. მოკლედ, თუ გსურთ იტიროთ, - იტირეთ! ცრემლები გაგანთავისუფლებთ შფოთვებისაგან, რომლიც გამოწვეულია ცხოვრებისული პრობლემებით.
გაკვეთილები, რომელიც ვისწავლეთ სირთულეების გადალახვით
ცხოვრება – თითქოს გზაა, ყვავილებითა და ეკლებით მორთული, არის მასში კარგი მომენტებიც და ცუდიც. და როდესაც დგება ცუდი, უნდა ვეცადოთ, რომ მივიღოთ ეს, შევებრძოლოთ და გადავიტანოთ. ეს გვაძლიერებს. სხვა დროს კი ბევრად საღად ვაფასებთ საკუთარ საზღვრებსა და შესაძლებლობებს. რამეთუ გადავიტანეთ რთული პერიოდი, ბევრად მეტი ვიცით, თუ რა შეგვიძლია.
არაფერი არ არის მუდმივი
არავის ძალუძს დააბრუნოს უკან დრო და რაღაც სხვანაირად გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია რაღაც დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან და შევცვალოთ ისტორიის დასასრული.
ყველაფერი ამ სამყაროში დრობითია, მიტომ დატკბით კარგი მომენტებით, სანამ ეს ყველაფერი არის, და მაშინ, რორდესაც დადგება რთული პერიოდი, არ იდარდოთ, რადგან არც ის გაგრძელდება მუდმივად. წარუმატებლობა და ტანჯვა, ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უნდა ვიყოთ მზად, ვისწავლოთ საკუთარ ტკივილზე, რადგან ტანჯვას და იმედგაცრუებას ვერსად გავექცევით. ამბობენ ტკივილი მას მერე წავა, რაც მისგან გაკვეთილს მიიღებთ, ჭკუას ისწვლით. მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური იარები დიდხანს, ან სამუდამოდ რჩება. შეიძლება ვერ მოვირჩინოთ, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება ვისწვლოთ.
თათა შენგელია
წყარო